კარგია, რომ წირვას დაესწარით, ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ - მეუფე დიმიტრი ჟურნალისტებს

11:22 01-07-2020
242

„აი, რა კარგი ქენით, რომ წირვას დაესწარით. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ“,- ასე მიმართა ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ ტაძარში მისულ ჟურნალისტებს. ვიდეოს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

კითხვაზე, რატომ სჭირდებათ მათ წირვაზე დასწრება, მეუფემ უპასუხა, რომ ისინიც ცოდვილები არიან.

„ჩვენსავით ცოდვილები ხართ და იმიტომ“,- თქვა მეუფე დიმიტრიმ.

7 იავარს მართლამადიდებელი მრევლი ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს.