მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს

09:42 01-07-2020
252

ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

„საეკლესიო გაგებით, ქრისტიანული აზრით არის სხვა შინაარსის და იურისპუდენციაში შეწყალება სხვა შინაარსის მატარებელია. ასე რომ, ღმერთმა შეიწყალოს ყველა ცოდვილი ადამიანი. ყველას გვჭირდება შეწყალება. არ თქვას ვინმემ, რომ რაიმე ცოდვას არ ჩაიდენს. ყველას შეიძლება ეს დაემართოს.

შეწყალება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დანაშაული ჩადენილი აქვს და ამას აღიარებს. ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს. უნდა გავარკვიოთ, ბრალი რაში ედება და ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა უარი გუშინ განაცხადა.