გიორგი გახარია - პატრიარქმა ეპისტოლეში მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია

08:37 01-07-2020
40

პატრიარქმა ეპისტოლეში პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა მნიშვნელოვანია და არა ამპარტავნობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა.

„შობა იმედების, სიკეთის დღესასწაულია, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების. ამ იმედებით ვხვდებით ჩვენ ამ დღესასწაულს და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების აღსრულება. უწმინდესის ეპისტოლეში სრულად იყო კონცენტრირებული აი ეს სიბრძნე. მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნობა. მან პირდაპირ გვითხრა, რომ მიმტევებლობა არის მნიშვნელოვანი და არა კონფლიქტი. საბოლოო ჯამში, მან მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ყველასია და ჩვენი ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად, ვის რა პოლიტიკური პოზიცია გვაქვს, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას, ეს არის დღევანდელი დღის არსი ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს აქ იყო. ეს არის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო,“- გიორგი გახარიამ.