მეუფე იაკობი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - მართალი რომ ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა და მეც

08:24 01-07-2020
26

„მართალი რომ ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა და მეც- ასე უპასუხა მეუფე იაკობმა კითხვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში ჩატარებული საშობაო წირვა-ლოცვისას.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტი იყო, გამოუშვებდა თუ არა ციხიდან პატიმარ სასულიერო პირს და მიაჩნია, რომ უდანაშაულობის შემთხვევაში, დეკანოზს ციხეში არ დატოვებდნენ.

მეუფე იაკობმა მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებაში თქვა, რომ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, მისთვის მიუღებელია.

„საერთოდ, ჭკუა აქვს, ვინც პატრიარქს უპირისპირდება? ჭკუის ნატამალი არ აქვს. გარკვეული დროით საქართველოდან გასვლას ვაპირებ, დაბრუნების შემდეგ კი ამ საკითხში უკეთ გავერკვევი. ვაპირებ, პასუხი გავცე, მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც. ყველასთან მოსაკითხია, რაღაცას რომ ამბობ, რა მტკიცებულება გაქვს, რა-არა. ყველაფერს ვიტყვი, რა ცოდვამ შეაკავშირა ისინი, ვინც ამეებს ლაპარაკობს“- თქვა მან ქადაგებაში.

შეგახსენებთ, დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა უარი გუშინ განაცხადა.

ავტორი:ხათუნა გულიაშვილი