როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

08:00 01-07-2020
531

7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

8 იანვარს დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 9-10 იანვარს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა კი, +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს.