გილოცავთ სიკეთის დაბადებას! - კახა კალაძე

00:41 01-07-2020
128

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„გილოცავთ შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას!

გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის!

გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა.

მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენ ოჯახებში.მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება.
შობას გილოცავთ!“, - წერს კალაძე.