პრინცესა დიანას ძმის შვილი ცოლად 60 წლის მილიონერს მიჰყვება

23:05 01-06-2020
605

პრინცესა დიანას ძმის შვილს, კიტი სპენსერს ხელი სთხოვეს. სამეფო ოჯახის წევრის მომავალი მეუღლე ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Whistles-ის მფლობელი, 60 წლის მაიკლ ლუსია.

მაიკლი თავის საცოლეზე 32 წლით, სიმამრზე კი - 5 წლით უფროსია. მისი ქონება 102 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ კიტის არჩევანი სამეფო ოჯახმა მოიწონა. ის „თავმდაბალი და კარგად აღზრდილი მამაკაცია“.

ვარაუდობენ, რომ ქორწილი ამ წელს გაიმართება.

width=600

კიტის და მაიკლის რომანი დაახლოებით წლინახევრის წინ გახმაურდა, როდესაც წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში პაპარაცებმა შენიშნეს.

მაიკლი ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში და სამი შვილი ჰყავს.