„ქრისტეშობა მოდის და ეს ბავშვები ხშირად მშივრები და გაყინულები იძინებენ“ - მამა პეტრე მოსახლეობას მიმართავს

21:17 01-06-2020
228

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. სასულიერო პირი ერთი ოჯახის შესახებ ყვება და ამბობს, რომ ბაკურციხეში სამსულიანი ოჯახი შობას უკიდურესად გაუსაძლის პირობებში ხვდება. მამა პეტრე საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს და მოსახლეობას თანხის შეგროვებისკენ მოუწოდებს. მამა პეტრე კვარაცხელიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქრისტეშობა მოდის და ეს პატარები მშივრები არიან. მათ უკიდურესი გაჭივრება აქვთ.

სახლში სადაც კედლებიდან წყალი ჩამოდის და ფანჯრები არ იკეტება, სამი მცირეწლოვანი გოგონა ავადმყოფ დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს...

კედლებ დაბზარულსახლში 2 პაწაწინა ოთახი აქვთ, სადაც მცირე ზომის შეშის ღუმელი დგას და ნახევარჯერ შეშაც არა აქვთ.

ბავშვები ხშირად მშივრები და გაყინულები იძინებენ. ბავშვების დედა 37 წლისაა, მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და უფულობის გამო ვერ მკურნალოს, ვერც მუშაობს და ყოველ დღე მძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა... 2 თვის წინ თრომბიც გადაიტანა...

მეგობრებო, საშობაოდ ვაპირებთ ბაკურციხეში მათ სანახავად ჩასვლას და იმედი მაქვს, რომ შემომიერთდბით, ცოტათი მაინც გავუფერადოთ შობა - ახალი წელი ამ პატარა გოგონებს და არ დავტოვოთ გაყინულები, მშივრები შობის ღამეს .....
ვაგროვებთ საკვებს, თბილ ტანსაცმელებს, სათამაშოებს და ოჯახისათვის საჭირო ნივთებს(ვისაც რა შეგიძლიათ და გემეტებათ)
შობის ღამეს ხომ სასწაულები ხდება
ერთად მოვახდინოთ ამ პატარებისთვის სასწაული
#სიკეთეგადამდებია
#გადავარჩინოთ“ - წერს მამა პეტრე

557 48 49 33 ეკატერინე თოფურია
თიბისი - ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE47TB7349445061100027 მიმღები ეკატერინე თოფურია, პირადი 60001049837“ - წერს პეტრე კოლხი.