შიმშილობა გამოაცხადა, ჩუმად კვდება ადამიანი  - გვარამია დეკანოზ მამალაძეზე

20:33 01-06-2020
910

შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა, - ამ შინაარსის პოსტს მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ დაწერა.

„ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია.

შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, @@@ქალა პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს“, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საშობაოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 5 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის საუკუნის სკანდალის, ე.წ „ციანიდის საქმის“ მთავარი ფიგურანტი, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა გვარამია გიორგი მამალაძის ადვოკატის სტატუსით შევიდა.