ტრამპი: ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი !

19:45 01-06-2020
1086

ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი!, - ამ შინაარსის პოსტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მანამდე, ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავს.

შეგახსენებთ, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერაყში მოკლეს გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.