ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

საქართველო თამბაქოს გარეშე

საზოგადოება 1711714276

29 მარტს, საქართველოში, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება

29 მარტს, საქართველოში, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება. 25 წელზე მეტია, ამ დღის დაარსებით, ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო აქტიური მუშაობა  მავნე გავლენების შესამცირებლად, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია დღეს უკვე ახალი ტექნოლოგიებით განაგრძობს. ამის შესახებ ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ 6 წელი სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებიდან და თამბაქოს კონტროლის რეფორმების მხრივ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს აგრესიული მარკეტინგის  და პოპულარიზაციის შედეგად  მწეველობა  კვლავაც აქტუალური პრობლემაა. განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებში  თამბაქოს ახალი პროდუქტების  მოხმარების ზრდა და  მოწევაზე დამოკიდებულება.„რაც უფრო მეტად ვცდილობთ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების სრულყოფას, მით მეტად აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია საქართველოს პარლამენტში.  უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მათი ლობისტების ხელით კანონის შემასუსტებელი ცვლილების  ინივიატივა ინიციატივაზე შეაქვთ. ამჯერადაც, პარლამენტში განიხილება პროექტი, რომლის მიხედვით თამბაქოს მასალებზე (თუთუნი, საჩილიმე, საღეჭი და სასუნთქი თამბაქო) აქციზის ფასი უნდა განახევრდეს, რაც უკანგადადგმული ნაბიჯია და ემსახურება კონკრეტული ინდუსტრიის ინტერესებს და არანაირად ხელს არ უწყობს  ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.თამბაქოს მოხმარების  შედეგად, ყოველწლიურად 11000 - ზე მეტი ადამიანი იღუპება, მათგან 3000 პასიური მწეველი, თამბაქოს მეორადი კვამლის მსხვერპლი იყო.  2018 წლის პირველი მაისიდან, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ამოქმედების შედეგად საზოგადოებრივი თავშეყრის, დახურული სივრცეები სრულად გათავისუფლდა მომწამვლელი კვამლისგან და წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ეწეოდნენ ყველგან და ყველასთან, მოწევა ცხოვრების ნორმასავით იყო. მეორადი კვამლის მავნე შედეგების აღმოსაფხვრელად, 2021 წლის მიწურულს, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და მოწევა აიკრძალა ტაქსებში. მოწევა დაუშვებელია კერძო ავტომობილებშიც, თუ მისი საშუალებით არასრულწლოვანი გადაადგილდება.სამწუხაროდ, მეორადი კვამლის მავნე ზეგავლენისგან კვლავაც დაუცველი არიან ადამიანები კაზინოებში, სლოტკლუბებსა და თეატრის სცენაზე. აღნიშნულ სივრცეში მოწევის აკრძალვა პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებად მიგვაჩნია, თუმცა მიმიდინარე პროცესების თანახმად,  პარლამენტი საზოგადოების ინტერესებზე მეტად თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების დაცვაზე ზრუნავს. უმოკლეს დროში მიიღეს ცვლილებები თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვითს რეალიზაციის ვადების  2024 წლის 31 ივნისამდე გადაწევის შესახებ და მალევე თამბაქოს კომპანიის მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის ძველი შეფუთვით პროდუქციის ამოყიდვის რვათვიან საშეღავათო ვადაზე დათანხმდნენ, ასევე გასახურებელი თამბაქოსთვის სადა შეფუთვის ვალდებულება მოიხსნა და თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვაზე ინგლისურენოვანი წარწერების დატანის უფლება დაიშვა.თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ ხელშეწყობის მანიშნებელია თვალის დახუჭვა მცდელობაზე, მარკეტინგის იარაღად აქციონ ექიმები, ვინც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას უნდა ეწეოდეს. თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა სახის, სამედიცინო ზრუნვის ფორმატით შეფუთული სემინარებით, ტრენინგებით და კონფერენციებით (რაც კანონით ეკრძალება) ცდილობს ექიმები მოისყიდოს, ან დაარწმუნოს, რომ თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმი მწეველ პაციენტებს შესთავაზონ, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივა. არადა, მოწევაზე თავის დანებების ერთადერთი ალტერნატივაა თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე უარის თქმა და ვისაც ეს დამოუკიდებლად არ შეუძლია, სახელმწიფო მოწევაზე თავის დანებების სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს.დასანანია, რომ სახელმწიფო ამ დრომდე აყოვნებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საკომუნიკაციო პროგრამების ამოქმედებას და გაძლიერების ნაცვლად, დაფინანსებას უმცირებს თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამას, რომლის გარეშე თამბაქოს კონტროლის კანონი, ფურცელზე დაწერილი რეგულაციების კრებული იქნებოდა და თამბაქოს კონტროლის რეფორმაც ჩანასახშივე შეწყდებოდა.საქართველო კვლავაც არ  შეერთებია თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის აქტს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, რითაც აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელს და კონტრაბანდული თამბაქოს წილს, რომელიც ძირითადად კონფლიქტური რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან შემოედინება და რომლის ძირითადი მიზეზი კვლავაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კორუფცია და ადმინისტრაციული საზღვრის არასათანადო კონტროლია“,- ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ გავრცელებულ განცხადებაში.

საჰაერო განგაში

მსოფლიო 1711713934

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დილიდან საჰაერო განგაში იყო - ინტენსიური შეტევის გამო, ზომების მიღება დასჭირდა მეზობელ პოლონეთსაც

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე დილიდან საჰაერო განგაში იყო, რა დროსაც რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა.ინტენსიური შეტევის გამო, ზომების მიღება დასჭირდა მეზობელ პოლონეთსაც კი. პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პოლონეთისა და მოკავშირეთა ავიაცია გაიგზავნა.აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროპეტროვსკის, ხმელენცკის და ჩერკასის ოლქებში - დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს, მძღოლი დაიღუპა, დაშავდა 2 მგზავრი. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა.უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელთან საუბრისას ხაზი გაუსვა დახმარების სწრაფად მიღების მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1711713615

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ზურაბიშვილი ვეტოს საშუალებით მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.„სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. რატომ, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს. ეს ერთი და მეორე, მას არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე და პრობლემა. რა თქმა უდნა, ის ამას ვერ მიაღწევს. ის სპეკულაციებიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანი9ას შეუერთდა დრეს სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანია, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1711713536

ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია; ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში - ირაკლი კობახიძე

მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მის კომუნიკაციას შეეხებოდა.ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ტიპის რჩევა მისცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურს, პრემიერმა ასე უპასუხა:„რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს, მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი შიდა საქმე. ყველაფერი, მერწმუნეთ, წარიმართება ისე, როგორც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და სწორედ, ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტობუსი

დედაქალაქი 1711713474

N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა.კერძოდ, ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, პირდაპირ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუხვევს და მინდელის ქუჩაზე აღარ გადაადგილდება.N326 მინდელის ქუჩას უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც არ გაივლის. ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ანჯაფარიძის ქუჩის გავლით, პირდაპირ დაუკავშირდება ნუცუბიძის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.სამუშაოებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.გზის მოწესრიგების შემდეგ, N326 დადგენილ მარშრუტს დაუბრუნდება.