ალბათ გახარიას მალე მოხსნიან და მეუფე იაკობი საკუთარ თავზე მიიწერს - მამა ანდრია სარია

16:26 01-06-2020
3044

ალბათ გახარიას მალე მოხსნიან და მეუფე იაკობი საკუთარ თავზე მიიწერს - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის აწ უკვე ყოფილმა მღვდელმსახურმა მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. ანდრია სარია დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის შეკერილ დანაშაულს „მოინანიებს.

„მამა გიორგის ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ შეიწყალებდნენ უდანაშაულოდ მსჯავრდებულს, მაგრამ საშობაო იმედები გაუცრუვდა ოჯახს. უფლის შობა ყველას გვახარებს, მაგრამ მამალაძეების ოჯახისთვის ტკივილთან და ძმართან იქნება გაზავებული. საპატრიარქოს მხრიდან შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ დეკანოზი „მოინანიებს“ შეკერილ დანაშაულს. საპატრიარქომ ჯერ ვერ მიიღო ის საკვები, რომლითაც გულს დაიჯერებდა. აცდენილი არიან ქრისტიანულ საფუძვლებს. ამ საქმეში აქტიურად იყო ჩაბმული მეუფე იაკობი თავისი განცხადებებით და საზოგადოებასაც დაამახსოვრა თავი. მალე, ალბათ გახარიას მოხსნიან და ამასაც საკუთარ თავზე მიიწერს (ჩვევია ყველაფრის გაბუქება და სიცრუე). რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ამ საღამოს ვნახავთ წირვაზე დიდი სანთლით, რაც კიდევ ერთი ნიშანი იქნება საპატრიარქოს მხრიდან მადლიერების. ვიტყოდი, რომ საპატრიარქოს ჯგუფი თავის სიცრუეში აიხლართა და ისეთ ნაბიჯებს დგავენ უკვე მსახიობებსაც შეშურდათ, ხოლო უბრალო მრევლმა დაინახა როგორი უმოწყალოა საეკლესიო ადმინისტრაცია. ზოგიერთს გონია „უწმინდესი და უნეტარესი“ პიროვნული სიწმინდის გამო ითქმის... არა მეგობრებო, ნებისმიერი ქართველი პატრიარქის ტიტული ასეთი იქნება, მიუხედავად მისი პიროვნული უღირსებისა. ეკლესია ვართ ჩვენ, ყველანი და არა რომელიმე კონკრეტული პირი. საპატრიარქო ნაწყენი რომ იყოს ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, მის დაგმობაში ერთმანეთს შეეჯიბრებოდნენ, თუ ვინ გამოდგებოდა მარჯვე ოსტატი. მამა გიორგის ვულოცავ შობას და ვუსურვებ მხნეონას. მალე გამოვა ციხიდან და სიმართლე იზეიმებს...“ - წერს მამა ანდრია სარია

შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა მათ შორის „ციანიდის“ საქმეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.