80 მილიონი დოლარი მას, ვინც ტრამპს მოკლავს - აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობაზე ჯილდო დაწესდა

14:12 01-06-2020
1468

გენერალი ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი ეთერის დროს, სახელმწიფო ტელევიზიის სახელით განაცხადეს, რომ 80 მილიონი დოლარი გადაეცემა იმას, ვინც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოკლავს.

„ირანს 80 მილიონი მოქალაქე ჰყავს. პოპულაციის შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ შეგროვდეს 80 მილიონი - თითო მოქალაქისგან 1 დოლარი“, - განაცხადეს თეირანის სახელმწიფო ტელევიზიით. 

შეგახსენებთ, რომ გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს, რამაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.