გოგონა, რომელიც ავსტრალიის გადასარჩენად თავის შიშველ ფოტოებს ყიდის

11:16 01-06-2020
1100

ინსტაგრამელმა კაილენ ვარდმა, ავსტრალიის დასახმარებლად 500 000 დოლარის შეგროვება მოახერხა. გოგონა საკუთარ შიშველ ფოტოებს უგზავნიდა მას, ვინც ავსტრალიის დასახმარებლად თანხას გადმოურიცხავდა.

„მე Twitter-ზე ავსტრალიის ხანძრების ამსახველი ბევრი ფოტო ვნახე და მივხვდი, რომ ძალიან ცოტა ადამიანი იყო, ვინც მათ დასახმარებლად თანხას რიცხავდა“,- განაცხადა ვარდმა.

სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ფული თვითონ შეეგროვებინა. კაილენი ინტერნეტით თავის შიშველ ფოტოებს უგზავნის მათ, ვინც სულ მცირე 10 დოლარს მაინც რიცხავს ავსტრალიის დასახმარებლად.

„ჩემმა ოჯახმა ზურგი მაქცია, ჩემი შეყვარებული ამ პოსტის მერე აღარ მესაუბრება, მაგრამ არაუშავს, მთავარია კოალები გადავარჩინოთ“,- დაწერა მან Twitter-ზე.