ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

09:08 01-06-2020
105

კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო დრამატულ ფილმად რეჟისორ სემ მენდესის „1917“ დასახელდა. საუკეთესო კაცი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი („ჯოკერი“), ქალი მსახიობი კი რენე ზელვეგერი („ჯუდი“) გახდა.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლებად ბრედ პიტი („ერთხელ ჰოლივუდში“) და ლორა დორნი („ქორწინების ისტორია“) აღიარეს.

მინი სერიალების კატეგორიაში გამარჯვებული „ჩერნობილი“ გახდა.