საფრანგეთი ავსტრალიის ხელისუფლებას ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს

23:13 01-05-2020
125

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავსტრალიის ხელისუფლებას ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს. განცხადება ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად უკვე თითქმის მილიონი ჰექტარია დამწვარი. ხანძარს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულია ასობით ათასი ცხოველი.