„სიცოცხლე მინდა“ - ძალადობის მსხვერპლი ქალი დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

22:19 01-05-2020
10696

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქალი ძალდობის შემთხვევებზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის მიმართავს.

როგორც ირკვევა, ქალი 5 შვილის დედაა. ვიდეოში ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე უნდა დააკავონ, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მხოლოდ შემაკავებელი ორდერი საკმარისი არ არის.

ირკვევა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მოქმედი მღვდელმსახურია. მამა გიორგი (ერისკაცობაში ლაშა ჩიქოვანი) სვანეთის უბანში წმ. არჩილისა და ლუარსაბის სახელობის ტაძარში მსახურობს. ყოფილი მეუღლის ბრალდებებზე კომენტარის გასაკეთებლადპრაიმტაიმისასულიერო პირს პირადად დაუკავშირდა. თავად განმარტების გაკეთება არ ისურვა, თუმცაპრაიმტაიმიესაუბრა ლაშა ჩიქოვანის მამას, რომელიც ასევე სასულიერო პირია და მამა დავითის ტაძარში მოღვაწეობს.

მამა ნიკოლოზი, ნინა ჩიქოვანის ყოფილი მამამთილი:

 

ჩემს შვილს და ამ ქალბატონს 5 შვილი ჰყავთ. მე ვაპირებ თავად მივმართო შესაბამის ორგანოებს და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს, რადგან ასეთ სტრესში ამყოფებს შვილებს, ფსიქოლოგიურ სტრესს თავი რომ გავანებოთ, ფიზიკურად სცემს, მათ შორის ქამრით. ერთი სიტყვა არ არის მართალი, რასაც ლაპარაკობს. ვერ მიაღწია, რასაც უნდა და ახლა ასეთ სისულელეებს იძახის. ბავშვები გგონიათ მაგის გაზრდილია?! ხან ავადმყოფობას იგონებდა - ვითომ კიბო მაქვსო, რაც ტყუილი აღმოჩნდა, ხან ვითომ სავაჭროდ წავიდოდა ხოლმე თურქეთში, დაიკარგებოდა ხოლმე, ვინ პატრონობდა ბავშვებს?! რუსთავში ცხოვრობდნენ და ჩემს გვერდით მეზობლად დავასახლე თბილისში, საერთო კედელი გვყოფს. ვიფიქრე, ბავშვები ახლოს მეყოლება და უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ თქო. და ეს გავაკეთე მაშინ, როცა ჩემს შვილთან, მამა გიორგისთან უკვე გაცილებული იყო. 5 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. ახლა 100 000 დოლარს ითხოვს, თუ არ მომცემთ მამაოს დავაჭერინებო. მის ტყუილებზე შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს მამაოს, რომელიც იმ მომენტში იაშვილის კლინიკაში ლეიკემიანი ბავშვებისთვის პარაკლისს იხდიდა. ის კი არა, მომვლელ გოგოს ეუბნებოდა, თქვი თითქოს მამაო მცემდაო. გაგიჟებული იყო ის გოგო, ასეთ ტყუილს, როგორ ვიტყოდიო. ერთი მოწმეც კი არ არსებობს, ვინც იტყვის, რომ მამაოს მას ხელით შეხებია. ისეთი სასწაული სიტყვებით იგინება, მე ასეთი არაფერი მსმენია. ამ სპექტაკლებს დგამს მხოლოდ ფულის გამო“, - ამბობსპრაიმტაიმთანსაუბრისას მამა ნიკოლოზი.

 

ცნობისთვის: ლაშა ჩიქოვანს (მამა გიორგი) შსს- შემაკავებელი ორდერი ყოფილი მეუღლის, ნინა ჩიქოვანის მიმართვის საფუძველზე 3 იანვარს, სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოუწერა.