ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკ პომპეოს „ამპარტავანი ჯამბაზი“ უწოდა

09:55 01-05-2020
2151

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს „ამპარტავანი ჯამბაზი“ უწოდა.

ამპარტავანმა ჯამბაზმა, რომელიც საკუთარ თავს დიპლომატად ასაღებს განაცხადა, რომ ერაყში ხალხი ცეკვავს. დღეს ასობით ათასმა ერაყელმა ძმამ და დამ მას პასუხი გასცა. დასავლეთ აზიაში აშშ-ის მტრული ყოფნის დასასრული მოვიდა“, – წერს სოციალურ ქსელში.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, შეერთებული შტატები 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დაარტყამს.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ ამერიკის საელჩო. თავდასხმის ორგანიზებაში ბრალს აშშ ირანს უყენებს - ირანი ბრალდებას უარყოფს.

საელჩოს შტურმით აღების მცდელობას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ, განხორციელებული ავიადარტყმები შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, სპეცსამსახურებმა ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს, რომელიც ირანში ძალაუფლებით აიათოლა ჰამენეის შემდეგ, ყველაზე გავლენიან თანამდებობის პირად მიიჩნეოდა.