ქეთი ფარესაშვილს ემინემის თანაპროდიუსერმა თანამშრომლობა შეთავაზა - „მალე ახალი სიმღერით მოგილოცავთ ახალ წელს!“

20:59 12-27-2019
1172

მომღარალი ქეთი ფარესაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ხმის ჩამწერ სტუდიაშია გადაღებული. ამ ეტაპზე, ქეთი ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელსაც მსმენელს, საახალწლოდ შესთავაზებს - „მალე, ახალ წელს ახალი სიმღერით მოგვილოცავს“. „პრაიმტაიმი“ ქეთის დაუკავშირდა და მიმდინარე წლის წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- ჩავწერე ახალი სიმღერები, რომელსაც მალე გამოცვემ, ერთ-ერთი სიმღერა, ეკუთვნის ცნობილ კომპოზიტორ რ. ლაღიძეს  - „კარკუჩით ჩამაიყვანეს“ და მეორე კი, „ახლა სიყვარულის დროა“, რომელის  კომპოზიციის Dee Dee Sharp Gamble - Easy Money (Extended Rework Motte  Re - edit) - ის გადმოქართულებული ვერსიის ტექსტის ავტორია - ნანა ცინცაძე, რომელიც ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში - სახალისო, საცეკვაო სიმღერაა...

width=600

საკმაოდ ბევრს ვმუშაობ. ამ ეტაპზეც, ახალი კლიპების გადაღებას ვგეგმავ. ამერიკელი პროდიუსერი, ტომ კოსტერი იყო ჩამოსული საქართველოში, რომელმაც ჯაზ-ფესტივალზე ჩემი სიმღარა მოისმინა და თანამშრომლობა შემომთავაზა. ტომი, ცნობილი პროდიუსერია, ის არის ამერიკელი კლავიატორი და კომპოზიტორი, რომელიც ასევე ემინემის თანაპროდიუსერია.

width=600

მან დაწერა მუსიკა - Interscope, Aftermath, Def Jam, AVEX. შესრულებული აქვს სიმღერები ისეთ მომღერლებთან, როგორიცაა Dr. Dre, ემინემი და 50 Cent. 2000 წელს, მისი თანაავტორობით დაიწერა - The Real Slim Shady მაიკ ელიზონდოსთან, Dr. Dre და ემინემთან ერთად. ჩემი ნაწარმოები, ტომს გადავუგზავნე - სადაც ხდება ქართული სიმღესის შერწყმა, ჯაზთან. ის, საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს კინომუსიკასთან, მისი მუსიკა, ცნობილ ფილმებშია გაჟღერებული. ამ ერთობლივად შექმნილ მუსიკას, ერთ-ერთი ფილმისთვის გამივიყენებთ. ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა, როგორმე უნდა მოვახერხო ამერიკაში წასვლა. სავარაუდოდ, ერთი თვით მაინც მომიწევს გამგზავრება და არ ვიცი, რამდენად შევძლებ ოჯახს მოვწყდე. მაგრამ პროეექტი, ამ ეტაპზე ძალაში რჩება.

width=600

- თბილისში დაგეგმილ საახალწლო კონცერტებსი მონაწილეობთ, ალბათ...

- ეგ ცოტა რთული თემაა. მე არასდროს არ მიწვევენ საახალწლო კონცერტებზე. დღემდე ვერ გავარკვიე, როგორ ხდება მონაწილეების არჩევა.

- როგორ, არასდროს მიუწვევიხართ?

თქვენ წარმოიდგინეთ არასდროს. მომღერალს, ყოველთვის აქვს სურვილი, რომ მსმენელის წინაშე წარსდგეს, რა თქმა უნდა, მათ შორის მეც.

- და მიზეზი, რა არის?

მიზეზებს, მხოლოდ ჭორების დონეზე ვიგებ, რომელიც მე არ მაკმაყოფილებს. ფაქტიურად, რეალური მიზეზი არ ვიცი. თუ ვინმე გამაგებინებს, კარგი იქნება (იცინის).

- დღევანდელი შოუ-ბიზნესი...

წინსვლას ნამდვილად ვხედავ, ბევრი რამე ვითარდება, მაგრამ ჩემი აზრით, შოუ-ბიზნესი მენეჯმენტის და მარკეტინგის მხრივ, კარგად აწყობილი არ არის. ის ფაქტიც, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზია.

- ხშირად მღერით ფონოგრამის გარეშე, რაც დღეს იშვიათობაა...

კი,  ნამდვილად ხშირად ვმღერი, თუ რაიმე პრობლემა არ არის. დიდად არ ვარ ამ საქმეში ჩახედილი და თვალყურსაც ხშირად ვერ ვადევნებ. ბევრი მომღერალი მინახავს, რომელიც ფონოგრამის გარეშე ასრულებს რეპერტუარს, მაგრამ ძირითადად კლუბებში. ცნობილი სახეები არ ვიცი, იშვიათად მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი მღერის ცოცხალი შესრულებით. არის უამრავი ბენდი, რომელიც ცოცხალი შესრულებით ასრულებს.  მყავს ჩემი ბენდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. ეს არის ჯაზ-ბენდი. არის შემთხვევები, როცა ფონოგრამით გამოსვლა მიწევს. ფონოგრამაზე სიმღერა, ხშირ შემთხვევაში ორგანიზატორებს, უფრო ფინანსური თვალსაზრისით აწყობთ.

- ხშირად მართავდით საქველმოქმედო კონცერტებს და ამ ეტაპზე როდის გეგმავთ?

ეს ბოლო ხანებია, ახალ ალბომზე ვიყავი გადართული და ვერ მოვახერხე. ფსიქოლოგიურ-ონკოლოგიურ პაციენტთა კავშირის სახე ვარ და ხშირად ვმართავდით კონცერტებს.  2015, 2016 ,2017 წლებში ჩატარებული კონცერტიდან შემოსული თანხა, მთლიანად გადაერიცხა ონკოპაციენტების საქველმოქმედო ფონდს. საქველმოქმედო კონცერტს, მომავალი წლისთვის, ისევ ვგეგმავ. 

width=600

- თქევენი ახალი სიმღერები, განსხვავებული სტილია?

ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ ჩემი ახალი სიმღერის შესრულება, ხალხისთვის სიახლე იქნება, რადგან ამ ამპლუაში არასდროს მიმღერია. უფრო დისკოს სტილია, თან ცოტა გასართობი, საცეკვაო უცხური რეპერტუარი ქართულად ნათარგმნი - ჩემი ინტერპრეტაციით და ჩემი იმპროვიზაციით, ჯაზის სტილში, სადაც ასევე ცეკვის ბევრი ელემენტები, მათ შორის ჰაუს (House) მუსიკის.

- თქვენი შვილის შესახებ რას გვეტყვით?

 მყავს ვაჟი - ლევან თურქიაშვილი, რომელიც უკვე 13 წლის არის.

width=600

- რას უსურვებდით ახალ წელს თქვენს მსმენელს და სრულიად საქრთველოს?

მივულოცავ ჩემს ქვეყანას დამდეგ 2020 წელს! პირველ რიგში ჯანმრთელობას,  ბედნიერებას და დიდ სიხარულს ვუსურვებ, პოზიტივში ყოფნას და სიყვარულის დიდ ენერგიას. 



ავტორი: რუსა ღვანიძე