ვინ არის ნინო სურგულაძის რჩეული - ექსკლუზიური დეტალები მეცო-სოპრანოს პირად ცხოვრებაზე

18:22 12-26-2019
463944

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მეცო-სოპ­რა­ნო, ნინო სურგულაძე მალე ტყუპის დედა გახდება. ქართველი სოპრანოს რჩეული, 39 წლის პროფესით იურისტი - გიორგი ინწკირველია. ის ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის, თბი­ლი­სის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის გივი ინწკირ­ვე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია.

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა მომღერალს და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- საქართველოში იშვიათად ჩამოდიხარ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

მე და გიორგი დიდი ხნის მეგობრები ვართ, მაგრამ ხშირი ურთიერთობები არ გვქონია, ძირითადად, მიზეზი ჩემი სამუშაო გრაფიკია. წელს, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. რამდენჯერმე, მეგობრულ წრეში შევხვდით ერთმანეთს.

width=600

- პირველი გრძნობა...

მე და გიორგის შორის გრძნობა რომ გაჩნდა, თითქოს თავში რომ რაღაც დამეცა(იცინის). ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი, არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ და თან, ორ შვილს ველოდებით. 

- სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება? 

ახლაც ვერ ვხვდები, რა მოხდა. ხდება ზოგჯერ, რომ დიდი ხანი იცნობ ადამიანს და უცებ, სულ სხვა - საოცრად ძლიერი გრძნობა იბადება. იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და უკვე, სამი თვეა ერთად ვართ.

- ელოდით ასეთ დიდ სასწაულს?

ორივე ძალიან ბედნიერები ვართ და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უფლისგან საოცარი საჩუქარი მივიღეთ. ჩემი გინეკოლოგი შოკში ჩავარდა, რომ გაიგო ჩემი ამბავი. ხელოვნურად რომ ფეხმძიმდებიან, მაშინ არ ორსულდებიანო. ყოველთვის მინდოდა ოჯახი და შვილები, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან სწარაფად აეწყო. ჩემი აზრით, ქალის ცხოვრებაში მთავარი შვილებია. სულ ვოცნებობდი და ჩემი მთავარი მოწოდება იყო - დედა გავმხდარიყავი. 

width=600

- ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, ღმერთმა ინება? 

დღემდე შოკში ვარ. მიხარია, რომ ეს ბავშვები სიყვარულის ნაყოფია და უკვე სასწაული გრძნობა გამიჩნდა მათ მიმართ. ყველაფერს თავი დრო აქვს და ყველაფერი ზევიდან წყდება. უფლისგან მოდის და მერე ჩვენ ვიღებთ ამ საქმეში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ როცა ადამიანს რაღაცის დიდი სურვილი აქვს, გულით უნდა, ის აუცილებლად ეძლევა უფლისგან.

- რას უსურვებდით საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს? 

ამ ახალ წელს, რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის, ჩემს თაყვანისმცემლებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა - ბედნიერება, ჯანმრთელი შვილები, ჯანმრთელი მომავალი ვუსურვო.

width=600

ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს განსაკუთრებულად ბედნიერი და უდიდესი სიხარულის მომტანი. ვთვლი, რომ  ქართველი ერი და საქართველოს მოსახლეობა, ნამდვილად იმსახურებს წყნარ მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას.  

- თქვენი მშობლების რეაქცია... 

ორივე მშობელი ცოცხალი მყავს და მიხარია, რომ ჩემს შვილებს მოეწრებიან. დედაჩემს, განსაკუთრებით გაუხარდა. ამას წინათ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, არაფერი ამაზე კარგი ცხოვრებაში არაფერი არ გაგიკეთებია და გადაგიწყვეტია, ალბათ მართალია (იცინის).

width=600

- რა გეგმები გაქვთ წინასაახალწლოდ?

დაგეგმილი მაქვს საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება,  სადაც ჩამოდის ისრაელის წარმომადგენლები, როგორც პოლიტიკური ელიტის, ასევე ბიზნესმენები. ეს არის ერთობლივი პროექტი - „ნატვრის ხის„ და ბიზნესპალატის, რომლის ხელმძღვანელია - იციკ მოშე. ეს, უპეცენდენტო შემთხვევაა, რადგან ასეთი წარმომადგენლობის დელეგაცია, ჯერ საქართველოს არ ჰყოლია. მათი პროექტის მიზანია, დაეხმარონ ბავშვებს და ამის გამო ერთი დღით ეწვევიან თბილისს. თითქმის ყველა ბილეთი, უკვე გაიყიდა. შესრულდება განსაკუთრებული რეპერტუარი. ეს არის სოლო კონცერტი. მაგრამ ჩემთან ერთად იქნება ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც მსოფლიოში დიდი წარმატებით მოღვაწეობს, განსაკუთრებით პარიზში. არის არაცვეულებრივი პიროვნება, უნიჭიერესი მუსიკოსი, პიანისტი, რომელიც გვარდში მიდგას და ერთად ვგეგმავთ საახალწლო დღესასწაულს ბავშვებისთვის.მომავალში, სარვამარტოდ ვგეგმავთ კონცერტს, მაგრამ ამის შესახებ მომავალ წელს ვისაუბრებ.

გარდა ამისა, მიხარია რომ ჩემი პატარებიც მოისმენენ ამ საოცარ მუსიკას, ვიცი, რომ ეს ძალიან კარგია ბავშვებისთვის. 

- როგორც ჩანს, საქართველოში დიდიხანს აპირებთ დარჩენას... 

ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს დაგეგმილი მაქვს კონცერტები ჩინეთი და მონტეკარლოში. სავარაუდოდ, ჩემი გინეკოლოგი გამიწევს რეკომენდაციას და როგგორც მირჩევს ისე გადავწყვიტავ. არ მინდა, რომ შევჩერდე. უფრო მეტი ენერგია მაქვს და შემართება. ამჯერად, მხოლოდ წლის ბოლოს დაგეგმილ კონცერტს ველოდები.

width=600

შეგახსენებთ, რომ ნინო სურ­გუ­ლა­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. 42 წლის მეცო-სოპ­რა­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი ნატ­ვრის ხე ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე