ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

შსს

სამართალი 1713274464

შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ, - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 14 პირი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.„საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 პირი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში. დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირების შეყვანისთანავე ექიმების მიერ კონფიდენციალურ გარემოში მოხდა მათი სამედიცინო შემოწმება და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა. აქვე აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობებში დაკავებულებს საშუალება ჰქონდათ კონფიდენციალურ გარემოში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულს. ყველა დაკავებულს შეუზღუდავად აქვს წვდომა საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან, სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713273433

არც ერთი აკრძალვა, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის, ასევე კანონი არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს - მდინარაძე

ქართულ კანონპროექტში არც ერთი აკრძალვა არ არის, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, განსხვავება სხვა ქვეყნების კანონმდებლობისგან ასევე არის, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის ფიზიკური პირიც ვალდებული, დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში, საქართველოში ეს არ გავრცელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.მდინარაძის განცხადებით, არ შეიძლება, გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ ქვეყანა ევროპას დააშოროს.„გუშინდელმა დღემ ბევრი რამ გამოაჩინა, გამოაჩინა ისიც,  რომ ერთი მიზეზი იმისა, რომ კანონპროექტი, რომელიც შეეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, არ შეიძლება რაიმე კრიტიკას დაექვემდებაროს, თუმცა სტიგმატიზება ამ კანონის უკვე ერთ წელზე მეტია, დაწყებულია. უნდა ვთქვათ მოსახლეობის და საზოგადოების გასაგონად, რას ითვალისწინებს კანონპროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, რომლის ხერხიც არის ის, რომ ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, საქართველოს ფარგლებს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღებენ შემოსავალს წლის განმავლობაში 20 პროცენტზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იქნება შემოსავლები და გაწეული ხარჯები დეტალურად. ეს არის ერთადერთი ვალდებულება, რაც აკისრია მედია და „ენჯეო“ ორგანიზაციებს. არც ერთი აკრძალვა, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის. განსხვავება სხვა ქვეყნების კანონმდებლობისგან ასევე არის ის, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის ფიზიკური პირიც ვალდებული, რომელიც იღებს უცხოეთიდან შესაბამის დაფინანსებას, რომ დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში. საქართველოში ეს არ გავრცელდება ამ კანონის მიღების შემდეგ და არც ერთ ფიზიკურ პირს კანონი არ შეეხება. დანარჩენი არის პრაქტიკულად ტექნიკური მუხლები, რომლებიც შეეხება მონიტორინგს, პროცედურებს,დარეგისტრირების წესს და ა.შ“, – განაცხადა მდინარაძემ.მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობის და დემოკრატიის სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე და როგორ შეიძლება, გამჭვირვალობის იდეა არ იყოს მისაღები საქართველოსთვის.„გამჭვირვალობის მიზანი არ არის ერთგვარი თვითმიზანი. როდესაც ქვეყნები უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას საკუთარ ქვეყანაში. ამას კანონით არეგულირებენ, აქ მხოლოდ საჯაროობა და გამჭვირვალობა კანონის არ არის მაინცდამაინც განსაკუთრებული მიზანი. საუბარია იმაზე, რომ მათ დააზღვიონ გარდა იმ კარგი საქმეებისა, რასაც „ენჯეოს“ წარმომადგენლები ახორციელებენ ქვეყანაში, დააზღვიონ და სხვადასხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება, შეეხებოდეს, მაგალითად პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიურ ექსტრემიზმს, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის ის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში, თუ არსებულ რეალობაში შემოსული გრანტების დაფინანსებას. პირობითი პროცენტი, დავუშვათ 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად დანარჩენი 30%, 40% ან 25% პირობითად ხმარდება სავარაუდოდ ისეთ საქმეებს, რომელიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. ასეთი ბევრჯერ გვინახავს, მაგალითად „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, „ისფედის“ გაყალბებული პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ესენი ყველანი დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ. მაშინ როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობის და დემოკრატიის სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ დაგვაშოროს ევროპას“, – განაცხადა მდინარაძემ.მდინარაძემ დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.ვთხოვ მხარდაჭერას ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან იშიფრება უკვე ის სპეკულაციური ნარატივი, რაც ამ კანონის, ქართული კანონის, გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონის გარუსებას ემსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი თხოვნა მექნება მათთან, კანონის ერთი მუხლი ან პუნქტი დაასახელონ, რაც ვერ შეძლეს გუშინ მთელი სხდომის განმავლობაში. დღესაც იგივე წესს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოების მხრიდან მიჩნეული იქნება, რომ მათ არ სურთ, არ აქვთ არგუმენტები“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1713273178

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6710 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6699 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8387 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8450 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1713271892

როცა ჩვენს ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როცა უკრაინის ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს. ამის შესახებ მან PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, რათა წარმატებით აღუდგეს წინ რუსეთის შემოჭრას - ასეთ პირობებში კი ოკუპანტები ყოველდღიურად უკრაინულ ჯარს უკან დახევენ.„გულწრფელად გეუბნებით, მოკავშირეების, კერძოდ, აშშ-ის დახმარების გარეშე გამარჯვების შანსები არ გვექნება. ჩვენ მტერზე გაცილებით ძლიერები უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენს ერთ საარტილერიო ჭურვზე მტრის 10 ჭურვი მოდის. შეგვიძლია, ასეთ პირობებში ვიდგეთ? არა. თვითმფრინავების შეფარდება ერთი 30-თანაა. როგორ უნდა ვიომოთ? ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს და არც 300-500 თვითმფრინავს. სხვათა შორის, რუსეთი 300 თვითმფრინავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს! ამ სტატისტიკით ისინი ყოველდღე ჩვენ უკან დაგვხევენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, იმისათვის, რომ უკრაინამ დაიცვას ის ტერიტორიები, რომლებსაც ახლა აკონტროლებს, საჭიროა, რომ 10 რუსული ჭურვის პირისპირ უკრაინას ასევე 10 ჭურვი ჰქონდეს.

საფრანგეთის ელჩი

პოლიტიკა 1713271748

საქართველოს შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, ჩვენ და სხვა მეგობრები ვეუბნებით, რომ კანონპროექტი, რომელიც განიხილება, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს - საფრანგეთის ელჩი

საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, ჩვენ და ასევე საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ვეუბნებით საქართველოს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.ელჩის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს.„საქართველო არის სუვერენული ქვეყანა. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საქართველოს შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს. რისი თქმაც შემიძლია, როგორც საფრანგეთის მთავრობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, არის ის, რომ საქართველოს მივესალმებით ევროკავშირის ოჯახში. ჩვენ და ასევე საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ვეუბნებით საქართველოს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ასე რომ, გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია. როგორც აღვნიშნე, კანონპროექტი საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს, ჩვენ არ ვართ ის, ვინც კანონების შესახებ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს“, – განაცხადა ელჩმა.