სამებაში 2 წლის ანიტას გამოჯანმრთელებისთვის ილოცეს - პატრიარქმა ამბიონზე დალოცა

21:46 12-15-2019
2092

პატარა ანიტას ახლობელი, დავით ფაცაცია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ანიტასთვის შექმნილმა ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

„მოგესალმებით ანიტას გულშემატკივრებო დღეს საკვირაო წირვაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მოიხსენია და დალოცა ანიტა კვეთაზე და ამბიონზე. ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი ჩვენთანაა“,- წერს დავით ფაცაცია. width=532

ამ ეტაპზე ანიტას მდგომარეობა მძიმეა. ოჯახი და საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს მართავს ინდოეთის კლინიკებთან, რომ ანიტას გულის ტრანსპალნტაცია გაუკეთდეს.