ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

აქცია 16 აპრილი

სამართალი 1713295214

აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები - გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი, დაკავებულია 11 პირი - შსს

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

აქცია

საზოგადოება 1713294943

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე სასწრაფო დახმარების 10-მდე ბრიგადა მუშაობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ათამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობს.მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში აქციაზე მყოფი მოქალაქეებიდან არავის გადაყვანა არ გამხდარა საჭირო.პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქცია

საზოგადოება 1713294879

აქციის მონაწილეებმა "ტვ-იმედის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს და სახეზე ბანერი ააფარეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი აგრესიულია ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების მიმართ.გარკვეულმა პირებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს ხელი შეუშალეს, მიაყენეს შეურაცხყოფა და სახეზე ააფარეს ბანერი წარწერით:"სექსი ყველაფერზე მაგარია, მაგრამ ახლა ბიძინა ივანიშვილის სიკვდილი მირჩევნია".

წყალმომარაგება

დედაქალაქი 1713294844

ხვალ წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:„ხვალ 17 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქ.N33-თან  წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 17 აპრილს დილის 10:00 საათიდან 17 აპრილის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:მთაწმინდის რაიონში:ოქროყანაში -  ამაღლების, ამაღლების 1 გასავალი, ნასახლარის, გელოვანის ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით, ხერგიანის ქუჩას ჩიხებით, მეფუტკრეობის, პარკის, ნაძვნარის ქუჩებს.ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.სხვა სიახლეები:2024 წლის 24 აპრილს "ვარდისფერი სავსე მთვარეა" - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილადVIDEO: „ნუ მიკონტროლებ ტონს, ძალიან ცუდად დაგელაპარაკები...“ - სალომე უშხვანს და ნიკო ქართველს შორის ურთიერთობა დაიძაბაპირველი ცოლი დუმილს არღვევს - ყოფილი ჩინოვნიკის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის საქმე

მეთიუ მილერი

პოლიტიკა 1713294684

შეშფოთებულები ვართ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონით და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს საქართველოში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - მეთიუ მილერი

შეშფოთებულები ვართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.მილერის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ჯერ კიდევ რჩება კანონპროექტად და წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ შეუძლია.„პირველ რიგში, ეს არის კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება კანონპროექტად. არ ვფიქრობ, რომ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ კანონით და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს საქართველოში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას უფლებას, ყველას აზრის გამოხატვის თავისუფლებას“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.