მინდა ბატონ ურსეს ვკითხო: არის თუ არა დაავადებული ორგანიზაციის წარმომადგენელი - თეა წულუკიანი

12:23 12-15-2019
776

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე მივიდა. შეხვედრის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

„პირველ რიგში მინდა ბატონ ურსეს ვკითხო: არის თუ არა დაავადებული ორგანიზაციის წარმომადგენელი, როგორც ეს ბატონმა ბოკერიამ თქვა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს, სასტუმრო  შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გაიმართება.

გიგა ბოკერიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროსაბჭო ძალიან დაავადებულ და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა. 

ევროსაბჭო რომ ჰქვია ბევრს ჰგონია, რომ ევროპასთან ასოცირდება და იდენტურია, ეს ასე არ არის. უმნიშვნელო კი არ არის, ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა, სამწუხაროდ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.