2019 წლის 11 თვეში მსოფლიოში 75 ჟურნალისტი მოკლეს

01:17 12-15-2019
31

მიმდინარე წლის 11 თვეში მსოფლიოს 26 ქვეყანაში 75 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია Press Emblem Campaign-ის ყოველწლიურ ანგარიშშია წარმოდგენილი.

ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, 36%-ით ნაკლებია. 2019 წელს 13 ჟურნალისტი მექსიკაში, 8 ავღანეთში და პაკისტანში, 6 სირიაში, 5 ჰონდუარსში, ხოლო 4 ფილიპინებზე მოკლეს. 

საინფორმაციო საშუალებების თითო წარმომადგენელი მოკლეს ბანგლადეშში, ჩადში,ჩილეში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კენიაში, განაში, ლიბიაში, ნიგერიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში, უკრაინასა და იემენში.