ვენის ეკლესიაში გია ყანჩელის ხსოვნას საშობაო კონცერტი მიუძღვნეს

00:53 12-15-2019
44

ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

კონცერტში მონაწილეობა ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა მიიღეს: პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა გიორგი კაჩინსკიმ, ფლეიტისტმა თემურ ხარშილაძემ და სოპრანო მადინა კარბელიმ.

საღამოს ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და კულტურულ-სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის ორასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.