ვინ და რამდენ ლარად იყიდა სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია

00:43 12-15-2019
453

სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია პროექტის ფარგლებში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საწყის ფასზე 308%-ით ძვირად 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა. ობიექტის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეზიდენციის ახალი მფლობელია კომპანია „აი ღვინის სახლი“ გახდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-ს ბიზნესმენი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილია.

სვანეთში  დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში საპრეზიდენტო რეზიდენცია 2011 წელს აშენდა. width=780width=840

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

მყიდველმა სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში. 

აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა და 13 დეკემბერს დასრულდა.