იმ ნაძირლებს, ვინც ჩემს ოპერატორს და ჟურნალისტს თავს დაესხა კანონის ძალით ვაგებინებთ პასუხს - ინგა გრიგოლია

21:26 12-14-2019
1652

იმ ნაძირლებს, ვინც ჩემს ოპერატორს და ჟურნალისტს თავს დაესხა კანონის ძალით ვაგებინებთ პასუხს - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ინგა გრიგოლია დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, სადაც რამდენიმე პირი ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა.

„ისეთი განცხადებები კეთდება ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ, ჩვენი ტელევიზიის მიმართ, ისეთი დადანაშაულება ხდები ჩვენი ნებისმიერი მწვავე კითხვის გამო და ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან აფილაციის მიმართულებით. გაკვირვებული არ ვარ. უბრალოდ, ძალიან გაბრაზებული ვარ. იმ ნაძირლებს, ვინც ჩემს ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ, პირობას ვაძლევ, კანონის ძალით ვაგებინებთ პასუხს. არავის შეეშალოს, რამე“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიების დასრულებისას, ინციდენტი მოხდა რამდენიმე მოქალაქესა და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს შორის.

ფაქტის ამსახველი ვიოდემასალა on.ge-ი ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ კადრები ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.