სამი გზა მაქვს - რას გეგმავს და ელოდება ხელისუფლებისგან მალხაზ მაჩალიკაშვილი

20:02 12-14-2019
266

„ჩემთვის ყოველი დღე გაუსაძლისი და უფრო მტკივნეულია“,- ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

„ჩემთვის ყოველი დღე გაუსაძლისი და უფრო მტკივნეულია, მაგრამ უკვე ორი წელი გადის იმ დღიდან... ორი წლის განმავლობაში იმას ვთხოვ დღევანდელ სისტემას, რომ მითხრან რატომ მომიკლეს, ის კი არა რომ ჭორებს ავრცელებენ თითქოს ტერორიზმთან კავშირში იყო, ყველაფერი აკეთეს, რომ სიმართლე არ გამჟღავნდეს. მითხარით ვინ მოკლა თემირლანი, დასაჯეთ ის ადამიანი, საბოლოოდ არც ბოდიში, რომ არ მომიხადეს გადავწვიტე, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდეს. სამი გზა მაქვს ან ციხეში უნდა აღმოვჩნდე, ან მომკლან ან სახელმწიფომ სიმართლე უნდა აღიაროს“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა