„თქვენი ნაციონალი დედა...“ - ღონისძიების დასასრულს რამდენიმე პირი „ტვ პირველის“ ოპერატორს დაუპირისპირდა

19:48 12-14-2019
843

თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიების დასრულებისას, ინციდენტი მოხდა  რამდენიმე მოქალაქესა და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს შორის.

ფაქტის ამსახველი ვიოდემასალა on.ge-ი ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ კადრები ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

დაპირისპირება ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. რამდენიმე პირი ტვ-პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად მოიხსენიებდა.