ჩემს მამას თვალი ჩაულურჯდა, ძიუდოისტი კი იძახის უგულავამ მცემაო - სანდრო უგულავა

19:19 12-14-2019
3329

ჩემს მამას თვალი ჩაულურჯდა, ძიუდოისტი კი იძახის უგულავამ მცემაო,- ამის შესახებ გიგი უგულავას შვილმა, სანდრო უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გიგი უგულავა არის ყველაზე მაგარი ძიუდოისტი იმიტომ, რომ ბადრი გავაშეილიშვილი თუ რაღაც ეგრე ერქვა, მოუგო. მაგრამ გიგის, ჩემს მამას, თვალი ჩაულურჯდა და ის ძიუდოისტი იძახის, რომ გიგი უგულავამ მცემაო“ - წერს სანდრო უგულავა.

11 დეკემბერს უგულავასა და მის თანაგუნდელს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე. ევროპული საქარველოს ლიდერები საქმიანი ვიზიტისთვის მიფრინავდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად ბრალის გავაშელიშვილისთვის წაყენებისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. ძიუდოისტი გავაშელიშვილი ამტკიცებს, რომ მას უგულავამ სცემა და ამ სცემის შედეგად მან ფიზიკური ტკივილი განიცადა.