ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

იმედა კახიანი

პოლიტიკა 1713986780

VIDEO: მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სავადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება... - იმედა კახიანი

„მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სავადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება... ასე საქართველო არ მოსულა აქამდე...“ - ამის შესახებ იმედა კახიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „როგორ უნდა ვუთხრა რომელიმე ახალგაზრდას, რომ შენ ხარ გამყიდველი, ამას ვერ ვეტყვი. მე შეიძლება მამა-შვილურად დაველაპარაკო და ვუთხრა, რაც მე მისწავლია ჩემი წინაპრებისგან, რაც მე ვიცი ჩემი ხალხისგან, კულტურისგან...“ - განაცხადა იმედა კახიანმა.  

თელასი

დედაქალაქი 1713985777

ხვალ შუქი მთელი დღით გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული  უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ენუქიძის, ბობ უოლშის, კვიჭიძის, სოლოღაშვილის, ჩოხელის და  გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26  მაისის მოედნის, შარტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, ბროლოსანის,კოსტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ცინცაძის, შროშის, საბურთალოს, იოსებიძის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, გაგარინის, გელოვანის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ისაკაძის,  არდაზიანის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, იური ანუას, ოდესის, ოდიშელიძის, ვეძისის და საირმის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის VI კვარტლის, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების  მოსახლეობას. გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილორის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნოე რამიშვილის და არარატის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, წმინდა ბარაბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, თაყაიშვილის, დავითაშვილის, თრიალეთის, ხომლელის, მზითაგორის, კალოუბნის, ქიზიყის, ბაღდავაძის, ლორთქიფანიძის, კაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის, აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წავკისის, რუთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოჯრის ახალი გზის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, მარო მაყაშვილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ქსნის, თევდორე მღვდლის, გაფრინდაშვილის, ვანის, სანაპიროს და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

რომან გოცირიძე

პოლიტიკა 1713985748

VIDEO: „დღეს ჩამოსული ადამიანი, ხელს აწერს ქვეყნის ღალატზე;  ეს ადამიანები ჩამოდიან რუსეთის მხარდასაჭერად...“ - რომან გოცირიძე

„დღეს ჩამოსული ადამიანი, ხელს აწერს ქვეყნის ღალატზე... ეს ადამიანები ჩამოდიან რუსეთის მხარდასაჭერად...“ -  ამის შესახებ  „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ამინდი

საზოგადოება 1713985198

ტემპერატურა მატულობს და ხვალ მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს! - მეტეოროლოგის გაფრთხილება

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, საზოგადოებას ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს!„ტემპერატურის მატება გაგრძელდება! ზოგადი მდგომარეობა - მეტეოროლოგიური შეფასებების მიხედვით; ჰაერის ტემპერატურა, რომელიც სეზონურ ნორმებს აღემატება ჩვენს ქვეყანაში, მატულობს და ხვალ მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს; ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში სეზონურ ნორმას 3-5 გრადუსით გადააჭარბებს, ხოლო სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე 8-10 გრადუსით მაღალი იქნება.როგორც ვხედავთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება ძირითადად დასავლეთ საქართველოს ეხება!მოსალოდნელი ყველაზე მაღალი ტემპერატურა (C);ბათუმი, ქობულეთი: +34 +36ოზურგეთი ჩოხატაური, ლანჩხუთი : +34 +36სოხუმი, ფოთი, ანაკლია: +33 +35ქუთაისი: +34 +36ზუგდიდი: +35 +37თბილისი: +31 +33თელავი: +28 +30ასევე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს - მთიან და მაღალმთიან ზონაში.გაითვალისწინეთ - მაღალი ტემპერატურის გამო, ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ფრთხილად უნდა იყოთ ღია სივრცეში მზეზე ყოფნისას 12-დან 16 საათამდე, რაც დღის ყველაზე ცხელი საათია.ასევე გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში, აპრილის ბოლოს არ არის უჩვეულო და მსგავსი სიტუაციის შექმნა არც ისე იშვიათია.მაგალითისთვის; 1957 წლის - 16 აპრილს ბათუმში +38.7 გრადუსი იყო, 1998 წლის 12 აპრილს +36.3, 1970 წელს +36,4/ გისურვებთ დიდებულ და ხალისიან დღეებს“,- წერს კობა ფარტენაძე. 

რომან გოცირიძე

პოლიტიკა 1713985143

VIDEO: ოპოზიციას კი არა ქვეყანას აწყობს... - რომან გოცირიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე

ოპოზიციას კი არა ქვეყანას აწყობს...რა თქმა უნდა, აწყობს ოპოზიციას, ოპოზიციას გამოვა ქუჩაში, ჯერ დავაკვირდებით გაიწვევენ თუ არა. ამ კანონს დიდი ისტორია აქვს, პირველი მოსმენა იქნება 29-ში კომიტეტზე... - ამის შესახებ  „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.