რუსეთში მოსახლეობის ბუნებრივი შემცირება 11 წლის განმავლობაში რეკორდული იქნება

10:15 12-14-2019
130

ბოლო 10 თვის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობის ბუნებრივმა გადინებამ 259,6 ათასი ადამიანი შეადგინა. წლის ბოლომდე ეს რიცხვი რეკორდული გახდება. ამის შესახებ რუსეთის სტატისტიკის სამსახური აცხადებს.

მაჩვენებელი ზედიზედ მეორე წელია მცირდება. 2018 წელს კლებამ 96 ათასი შეადგინა. ადგილობრივი სამსახურის ცნობით, ბუნებრივი კლების მაჩვენებელი მეოთხე წელია იზრდებდა. 

მოსახლეობის ბუნებრივი მატება, სიკვდილიანობის შემცირება, შობადობის მატება რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნების მისაღწევად 2007 წლიდან რუსეთში დედობრივი კაპიტალის სახელმწიფო პროგრამა ამუშავდა. 

პროგრამა მეორე ახალშობილზე ან ნაშვილებ ბავშვებზე ერთჯერად ფულად ჯილდოს ითვალისწინებს. პროგრამა 10 წლის განმავლობაში, დემოგრაფიულ ფონზე დადებითად მოქმედებდა, თუმცა ბოლო ორი წელია ტენდენცია იცვლება.