ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვიდეოები დასახელდა

10:01 12-14-2019
141

YouTube-მა ათწლეულის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

პირველ ადგილზეა ლუის ფონსის და Daddy Yankee-ის მიერ შესრულებული Despacito, რომელმაც ამ დრომდე 6,5 მილიარდი ნახვა დააგროვა. მეორეზეა  ედ შირანის Shape of You (4,5 მილიარდი ნახვა),  მესამე ადგილზე კი უიზ ხალიფას და ჩარლი პუტის See you again (4,3 მილიარდი ნახვა).