„ამოცანა გვეკითხება: რა ენაზე უნდა ისაუბრონ გახარიამ და ზელენსკიმ, რომ ერთმანეთს გააგებინონ?“ - მანჩო გიორგობიანი

00:27 12-14-2019
1139

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„ისე, რას გადაეკიდეთ ამ რუსულ ენას? არ არის რუსების მოგონილი, ძველი სლავურიდან ჩამოყალიბდა, აღმოსავლეთ ევროპიდან... და რუსების გარდა, კიდევ 200 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ამ ენაზე... არც ანბანი მოუგონიათ რუსებს, IX საუკუნეში, ბერძენმა ბერებმა კირილემ და მეთოდემ შექმნეს კირილიცა - ზოგადად, სლავური ანბანია, არა რუსული...

ბონდო მძინარაშვილი

გახარია ზელენსკის რუსულად ესაუბრაო...

ახლა ძალიან იდიოტებისთვის:

- გახარიამ არ იცის უკრაინული!
- ზელენსკიმ არ იცის ქართული!
- გახარიამ იცის ინგლისური და თავისუფლად საუბრობს!
- ზელენსკიმ იცის ინგლისური, მაგრამ თავისუფლად ვერ საუბრობს!
- გახარიამ იცის რუსული და თავისუფლად საუბრობს!
- ზელენსკიმ იცის რუსული და თავისუფლად საუბრობს!

ამოცანა გვეკითხება:
რა ენაზე უნდა ისაუბრონ გახარიამ და ზელენსკიმ, რომ ერთმანეთს გააგებინონ?

პასუხი ძალიან იდიოტებისთვის:
მხოლოდ რუსულად!

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი:

ზელენსკის ქართულიდან უკრაინულად უთარგმნიან გახარიას ნათქვამს და გახარიას უკრაინულიდან ქართულად უთარგმნიან ზელენსკის ნათქვამს.

მაგრამ ასე მხოლოდ იდიოტები იქცევიან, როცა არსებობს პირობა, რომელზეც ზემოთ უკვე ვთქვი: ორივემ ძალიან კარგად იცის რუსული!

ამიტომ გახარია და ზელენსკი, როგორც გონიერი ადამიანები, სწორად იქცევიან, როცა ყურადღებას არ აქცევენ იდიოტების რუზრუზს!“ - წერს გიორგობიანი.

სუამ-ის სამიტზე საქართველოს პრემიერმინისტრის რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლას საქართველოში საზოგადოების ერთი ნაწილი მწვავე კრიტიკით შეხვდა. მოგვიანებით გახარიას ამაზე განმარტებაც მოუხდა. 

პრემიერის თქმით, რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნა მიმღებ მხარეს ჰქონდა. მისივე თქმით, სუამ-ის საკომუნიკაციო ენას პროტოკოლი განსაზღვრავს.

ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, არანაირი მნიშვნელობა შინაარსობრივადაც ენას არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღები მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია რუსეთთან, სწორედ ასე რუსულ ენაზე გამოვიდა და მათი თხოვნა იყო ეს. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში, არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელიც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ”, - განაცხადა გახარიამ.