ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მთვარე

ჰოროსკოპი 1713299672

„ფული ყოველთვის გამოჩნდება მაშინ, როცა ნამდვილად გჭირდებათ“ - როგორ მოიქცეთ სწორად ისე, რომ ფული არასდროს გამოგელიოთ

ფულთან თქვენი ურთიერთობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს და მის რესურსებს. ამ თვალსაზრისით, ყველა ადამიანი იყოფა ორ ტიპად.პირველს სჯერა, რომ სამყარო საშიში ადგილია. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ყველასთვის საკმარისი რესურსი არ არის, ისინი ყოველთვის ფიქრობენ მომავალზე და სხვებს კონკურენტებად თვლიან, ზოგავენ ფულს, ან ცდილობენ წაართვან სხვას არაეთიკური გზებით – წვრილმანი თაღლითობიდან რეალურ დანაშაულებამდე.მეორე ტიპის ხალხი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება სამყაროსგან თავისი შრომის, ნიჭის და სურვილის წყალობით. ისინი სხვებს ეპყრობიან მადლიერებით.ვინც ფულის დაზოგვას ცდილობს, ყველაფერს, რაც ხდება, რესურსების ნაკლებობის დამახინჯებული პრიზმით უყურებს. ისინი ვერ ხედავენ უფრო ჯანსაღ გზას: იფიქრონ იმაზე, თუ როგორ მოიტანონ მაქსიმალური სარგებელი სხვა ადამიანებისთვის, გააუმჯობესონ თავიანთი პროფესიული უნარები და მიიღონ ღირსეული ჯილდო შესანიშნავი სამუშაოსთვის.ეს ძალიან მარტივია: ღარიბ ადამიანებს სჩვევიათ მუდმივი დეფიციტის პირობებში ცხოვრება და მწირი სახსრებიდან ფულის გამოდევნა, საჭიროებების შემცირება, ანუ დაბალი ხარისხის, იაფი საქონლის ყიდვა.არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც, ყველა იღებს ზუსტად იმდენ ფულს, რამდენიც სჭირდებათ. შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ ასეც ხდება: როცა ნამდვილად გჭირდება, ისინი უცებ საიდანღაც ჩნდებიან? ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს ფულის მოზიდვის სწორი ალგორითმი. თუ მას მიჰყვებით, ფული ყოველთვის გამოჩნდება მაშინ, როცა ნამდვილად გჭირდებათ. სრულად

ლელა კაკულია

ჰოროსკოპი 1713299627

ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება

ლელა კაკულია: დიახაც ვხედავ, ევროკავშირში საქართველოს დროშა ფრიალებს!!!ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია სპეციალურად დავიწყეთ ქალბატონი ლელას 2014 წლის 19 მაისის ჩანაწერით, რათა თავშივე დავამშვიდოთ ქვეყნის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში რაიმე შეუშლის ხელს.არაფერი არ შეუშლის - არა-ფე-რი!!!ამის თაობაზე უამრავი ჩანაწერი აქვს ლელა კაკულიას, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა როგორც მის საავტორო გაზეთებში, ისე წიგნებში „ახალი სიტყვა“ - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სხვადასხვა წლებში გამოცემულ წიგნებში.აქ მხოლოდ მცირეზე მცირე ნაწილს შეგახსენებთ: საქართველო-ევროკავშირის თემაზე ყველა ჩანაწერის აქ გამოქვეყნება უბრალოდ შეუძლებელია. ლამის მთელი ტომი აიკინძება, იმდენი და ისე დაწვრილებით აქვს ნაწინასწარმეტყველები ქალბატონ ლელას.1993 წელი, 11 აგვისტოამერიკამ და ევროპამ იციან საქართველოს ფასი. რუსების ყველა მოქმედება ჩაფუშულია.1997 წელი, 27 მაისივხედავ, საქართველო რეალურად გამოეყოფა რუსეთს და ევროპისა და ამერიკის დროშასთან დგება. როგორც უნდა იმოქმედოს რუსეთმა, მისი ყველა ცდა ჩაფუშულია.1999 წელი, 7 ნოემბერისაქართველო ევროპაა, ანუ მისი ნაწილი. ეს უზარმაზარი ფარია და დაცვა რუსული მონსტრისგან. მომავალში მთელი საქართველო მიხვდება – უწიგნურიც კი, თუ რა საშიშროება და ნგრევა ააცილა ამ ტიტულმა – ევროპელის სახელმა, ჩვენს ქვეყანას.საქართველოს – ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს შავი ზღვისპირეთისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას, ევროპა იერთებს. ეს მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.2009 წელი, 19 თებერვალინუ გგონიათ ვითომ პოლიტიკოს-ანალიტიკოს-მსახიობებს, რომ მომავალში ვინმე მოგიგონებთ.ისტორია იტყვის მხოლოდ:რომ ამა და ამ წლებში რუსეთმა საქართველოში წააგო, რომ საქართველომ რუსეთს დიდი პოლიტიკური ომი მოუგო,რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდა, რომ საქართველო გახდა მნიშვნელოვანი ენერგორესურსების გამტარებელი სუვერენული სახელმწიფო ძლიერი ჯარით,რომ საქართველო კავკასიის გამაერთიანებლად და მის ცენტრად იქცა,რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრი და დაიწყო ევროპისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტების მართვა,რომ კუთვნილი ტერიტორიები დაიბრუნა ავტონომიების გარეშე და ა.შ. და ა.შ.***საქართველო გადარჩა წარსულში და გადარჩება მომავალშიც!ვხედავ, საქართველო ევროპის ის ნაწილია, რომელიც მათ – თვითონ ევროპის სახელმწიფოებსაც ჰაერივით სჭირდებათ და ამერიკასაც. თუ რას ნიშნავს ევროპა-ამერიკისთვის საქართველო თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით, კოსმოსი მალე დაანახებს და მათი მოქმედებაც სწრაფი იქნება.2009 წელი, 27 ივლისივხედავ, დიდი სიფრთხილე მართებს საქართველოს. მსოფლიო პოლიტიკაში თამაში ძნელია და ძალიან საშიშიც. ეს ის მომენტია, როცა ყველა თავის სასარგებლოდ ფიქრობს, როცა ყველა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისა და პირველობისთვის იბრძვის, რათა მუდამ წამყვან ქვეყნებად მიიჩნეოდნენ და, რაც მთავარია, რათა მართვის სადავეები არ გაუშვან ხელიდან; რათა თავად წყვეტდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბედს. მაგრამ მომავალში, ვხედავ, რომ საქართველო გაუძლებს ამ ურთულეს პერიოდს,ანუ ქართული სახელმწიფო ევროპულ გამოცდებს ჩააბარებს და ამით იგი ადგილს იკავებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გვერდით.2010 წელი, 30 მარტირუსეთი დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. საქართველო ერთიანდება. ვიბრუნებთ რუსების მიერ წარსულში წართმეულ ტერიტორიებსაც და ამას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ. ასეთია კოსმოსის ნება.ვხედავ ასჯერ დანახულს: გაბრწყინებულ, დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს – ევროპულ სახელმწიფოს, ასევე სამხედრო ალიანსში გაწევრიანებულს.დღეს რაც ხდება, ეს კანონზომიერია. ეს გზა თავისუფლების გზაა. ჩემი ხალხი გაიმარჯვებს და დაამარცხებს ბოროტებას. საქართველო ძლიერება ქართველი ხალხის ხელშია.წინასწარმეტყველება კი, როგორც ყოველთვის, სრულდება!2012 წელი, 21 მარტიყველაზე რთული, რაც საქართველოშია, ეს არის პოლიტიკა, რომელიც ვერაფრით ვერ დააწყეს ამ პატარა ქვეყანაში. თუმცა აქაც დიდი წყალობა გვაქვს კოსმოსისა, რომელიც რიგის მიხედვით ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.რაც დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში სცენარები იდგმება, ვერცერთში ვერ ვხედავ საღ აზრს. თანაც ანალიზებს რომ აკეთებენ, რის შემდეგ რა მოხდება.არაფერიც არ მოხდება, ვინაიდან ანალიზები არასწორია. მოხდება ის, რასაც ვერ წარმოიდგენენ:ჩემი საქართველო უფრო ძლიერდება, ჩემი ქართველები მრავლდებიან და ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა ხდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში!2012 წელი, 7 ივლისისაქართველო და ქართველი ხალხი არ არის ხელწამოსაკრავი. სანამ ამერიკა და ევროპა რამეს მოიფიქრებენ, ქართველებს ის უკვე მოფიქრებული აქვთ საუკუნეების წინ.მხოლოდ ხანდახან, დროის რომელიღაც მონაკვეთში, ძალა აღმართს ხნავს. მაგრამ საქართველოში მოდის ძალა, რომელიც ერთდროულად აღმართსაც მოხნავს და დაღმართსაც.საქართველოს მომავალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წამყვანი ქვეყნების გვერდით...ქართველ პოლიტიკოსებს კი მხოლოდ სამ სიტყვას ვეტყოდი:ისე არ არის მოწყობილი ქვეყანა, როგორც თქვენ გგონიათ, ისე არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც თქვენ გინდათ. თუ მასში არ არის სიკეთე ქართველთა მიმართ, არც არაფერი არ ასრულდება - არცერთი წერტილი თქვენი პოლიტიკური ნაწილისა.და ეს სამი სიტყვა არის: ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!2012 წელი, 22 ივლისისაქართველო მომავალში ძლიერი და ანგრიშგასაწევი ქვეყანაა, ასევე ევროპის ნაწილი, დაბრუნებული ტერიტორიებით — აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, მერე კი იმ ტერიტორიებით, რომლებიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს [უფრო ადრე] აქვთ მითვისებული. მათი დაბრუნების დროც დადგება.2013 წელი, 19 მარტირუსეთი ცდილობს, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს, ვითომ საქართველოს რუსეთი სჭირდება (და კიდევ უამრავ რამეს იძახიან) და ამით ცდილობს მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველო რუსეთისკენ მიიწევს და არა ევროპა-ამერიკისკენ. მაგრამ ნატოშიც შევდივართ და ევროკავშირშიც. ამას სიამოვნებით ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ საქართველოს მტრების გულის გასახეთქად მანამ, სანამ არ შევალთ.იცოდეთ, დედამიწაზე ორი ადამიანიც რომ დარჩეს, ერთი აუცილებლად ქართველი იქნება; ერთი სახელმწიფოც რომ დარჩეს, ეს საქართველო იქნება!2014 წელი, 25 თებერვალივხედავ, რუსეთის პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინასთან საქართველოს წისქვილზე დაასხამს წყალს. ამერიკაც გამწარებულია და ევროპაც და ამიტომ ნატოშიც და ევროკავშირშიც, როგორც ადრე ვიწინასწარმტყველე, დაჩქარებული ტემპით კი არ შევდივართ, შევრბივართ.ეს ამერიკელებსა და ევროპელებს ბაზას გაუმყარებს მთელს კავკასიაში.2014 წელი, 19 მაისიდიახაც ვხედავ, ევროკავშირში საქართველოს დროშა ფრიალებს!!!2016 წელი, 29 მაისიდღეს კოსმიური საცერი იცრება, შადიმანები და თაღლითები კი მომავალს გეგმავენ. სულ ამაოდ. არაფერი გამოუვათ. პირიქით, ყველაფერს დაკარგავენ. კოსმოსი მათ დასჯის და პოლიტიკიდან სამუდამოდ გააქრობს.ხალხი აღარ მოტყუვდება. ძალიან კარგად იცის საქართველომ, ვინ ვინ არის...საქართველოს ევროკავშირი ელოდება. მალე კოსმოსი ჩემს საქართველოს ევროკავშირის ღირსეულ წევრად წარმოაჩენს, მომავალში კი ნეიტრალურ ქვეყნად აქცევს.2023 წელი, 25 თებერვალირაც უნდა მოიმოქმედოთ, შადიმანებო, ქართველებს ვერ დააჩოქებთ, ვე-რა!საქართველო ნატოშიც შევა და ევროკავშირშიც და ყველგან თაიგულებით დაგვხვდებიან. ამინ!!!

ბრიტანეთი

მსოფლიო 1713299542

ვინაა ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანი, რომელიც იმდენად იდუმალია, რომ საკუთარ ადმინისტრატორსაც კი არ სმენია მის შესახებ (ფოტო)

მაიკლ პლატი არის ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანი, მაგრამ განსხვავებით, მაგალითად, ნავთობქიმიური მაგნატისა და მანჩესტერ იუნაიტედის თანამფლობელის, სერ ჯიმ რეტკლიფისგან (13,1 მილიარდი ფუნტი) და გამომგონებელი ჯეიმს დაისონისგან (10,8 მილიარდი ფუნტი), რომლებიც მეორე და მესამე არიან ბრიტანეთის სიმდიდრის რეიტინგში, მაიკლ პლატი რჩება დამაინტრიგებელ ფიგურად. სადგურ ვიქტორიას მახლობლად მისი ჰეჯ-ფონდის ლონდონის სათავო ოფისი მდებარეობს მერვე სართულზე, მაგრამ ადმინისტრატორი მას ვერ ცნობს. დიახ, მისი კომპანია - BlueCrest Capital Management აქ არის, მაგრამ თავად ბოსი არ არის.კომპანიის ვებგვერდიც კი არ იტვირთება და 56 წლის პლატი არ პასუხობს წერილებს.Forbes-ის მიხედვით, ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მისი ქონება 14,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.მის მშობლებს, ამაყ და მოკრძალებულმა წყვილს, არ სურდა შვილისგან ფულის მიღება, მაგრამ მან როგორღაც მოახერხა და დაარწმუნა დედა - მგზნებარე გოლფისტი, ეყიდა მისთვის დასასვენებელი სახლი, გოლფის მოედნით. შეიძლება თუ არა სამყარო, რომელშიც მაიკლ პლატი გაიზარდა, უფრო შორს იყოს პლანეტისგან, რომელზეც ახლა ცხოვრობს?ჰეჯ-ფონდების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც იყენებენ გაბედულ და ინოვაციურ სტრატეგიებს ინვესტორების შემოსავლის გაზრდის მიზნით, BlueCrest გახდა პირადი საინვესტიციო საშუალება პლატისთვის, მისი უფროსი პარტნიორებისთვის და თანამშრომლებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს გარე კლიენტები. ”ძირითადად, ჩვენ გვყავს ერთი კლიენტი - მაიკი”, - თქვა ცოტა ხნის წინ BlueCrest ყოფილმა მენეჯერმა. "ის არის აღმასრულებელი დირექტორი, ის არის ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი“.პლატი განქორწინებულია და ორი შვილის მამაა. მისი ბოლო ინტერვიუ ათ წელზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნდა, მის მიერ დაფინანსებული ხელოვნების გამოფენის პოპულარიზაციისთვის.2019 წელს ის გამოიჭირეს, როდესაც ნიუ-იორკის ყვითელი ტაქსის უკანა სავარძელში მჯდარი თავისი სიმდიდრით ტრაბახობდა. ტაქსის მძღოლმა ვიდეო ჩაიწერა და გაავრცელა.ტაქსის მძღოლის კითხვაზე, თუ რას აკეთებდა ის თავის სარჩენად, პლატმა, რომელიც პიჯაკსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი და ახალგაზრდა ქალი ახლდა, პასუხობს: მე ვარ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი ფინანსების სამყაროში.„ყველაზე მაღალი ხარ, მერე რა? - ეკითხება ტაქსის მძღოლი.„მე ვარ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი ფინანსების სამყაროში“, იმეორებს პლატი. ირონიულია, ნამდვილად. როდესაც პლატს და მის BlueCrest-ის თანადამფუძნებელს, უილიამ რივზს, იელის კურსდამთავრებულს, ინტერვიუ სთხოვა Times-მა და მათ სასტიკი უარი თქვეს გადაღებაზე, ხოლო ტაქსის მძღოლს გულახდილად ესაუბრა. პლატი ამტკიცებს, რომ ტაქსის ვიდეო, რომელიც ასე გავრცელდა, ხუმრობა იყო „მეგობართან ერთად კარგი ბოთლი ღვინის“ შემდეგ.პრესტონში მისი ადრეული ცხოვრების შესახებ ერთადერთი ცნობა (ის გაიზარდა 1930-იანი წლების ნახევარში ქალაქის გარეუბანში თავის ორ დასთან ერთად) არის წიგნში, „ჰეჯ-ფონდის ბაზრის ჯადოქრები: როგორ იგებენ ტრეიდერები“, გამოქვეყნებული 2012 წელს. მთელი თავი ეძღვნება პლატს და გვაძლევს მომხიბვლელ ხედვას მისი ჩამოყალიბების წლების შესახებ.მან თქვა, რომ პატარა ბიჭივით უყვარდა თავსატეხები, ამიტომ მისმა გარდაცვლილმა მამამ, მანჩესტერის უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ლექტორმა, მას რუბიკის კუბი უყიდა.ბევრი ადამიანი ვერ ხსნის გეომეტრიულ თავსატეხს, მაგრამ მან ის ამოხსნა 36 საათში. მაიკლ პლატი იმ დროს მხოლოდ ათი წლის იყო.12 წლის ასაკში იგი ეწვია ბებიას, სერიოზული საფონდო ინვესტორს, რომელმაც მას ვაჭრობა ასწავლა.14 წლის ასაკში, როდესაც  სკოლაში სწავლობდა, მან ჩადო 500 ფუნტი დაბადების დღის საჩუქარი გადაზიდვის ხაზში, რომლის ღირებულება სწრაფად სამჯერ გაიზარდა.ის იყო ინვესტორთა ქრონიკის მოყვარული მკითხველი და იცოდა „ყოველი სტატისტიკა ყველა კომპანიის შესახებ“.”მახსოვს, მაიკლი ქუჩაში სკოლის ფორმაში დადიოდა”, - თქვა მეზობელმა. „ვიცი, რომ ის ძალიან ბევრს მუშაობდა სკოლაში. ისინი შესანიშნავი ოჯახი იყვნენ." - წერს dailymail

პარლამენტი

პოლიტიკა 1713299467

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",– აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში. .

mamao

საზოგადოება 1713299463

"მე ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი ჩემი სულიერი შვილი ციხეში ზის. რატომ? იმიტომ რომ..." - მამა ბენიამინის ბრძნული დარიგებები

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია, საპატრიარქოს ტელევიზიისთვის რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ადამიანის მთავარ ცოდვებზე საუბრობს. მოძღვარი ეხება ჩვენს დროებასაც. მამა ბენიამინი ბელქანია: ადამიანები დაავადებულნი არიან ერთმანეთის განკითხვით. სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო, ბოლო ოცდაათი წელიწადია, ერთმანეთის მიმართ ზიზღს განიცდიან. თუ ადამიანი მორწმუნეა,  როგორ შეიძლება, სკამების გამო არ დაინდოს ძმამ - ძმა, ერთმა მეორე ადამიანი?! როცა შენ მრევლი ხარ, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო, როგორ შეიძლება ადამიანზე თქვა - აგენტიაო? არასწორია. საქართველო ყველას უყვარს, მაგრამ ყველას თავისებურად. ზოგი ევროკავშირის მომხრეა, ზოგი ევრაზიის. მე ჩემს მრევლს ვეუბნები, რომ მათთვის - ევროკავშირისთვის და ევრაზიისთვის, მთავარი - მატერიალური კეთილდღეობაა. ამოღებულია სული. შენ თუ მორწმუნე ხარ, შენი თავი ქრისტეა. არც ერთი პოლიტიკური კავშირის თავი ღმერთი არ არის. ღმერთი რომ იყოს, მასმედიის საშუალებით ვერც ბილწსიტყვაობას დაინახავდით. კომუნიზმის დროს თუ ღმერთს პირდაპირ უარყოფდნენ, ახლა, დემოკრატიის დროს - კანონი დგას ღმერთზე მაღლა.თავისუფლებას ზოგ ქვეყანაში იქამდე მიჰყავს ადამიანი, რომ ორ კაცს შეუძლია ბავშვი აიყვანოს. მათი პროპაგანდა მიდის, ფესტივალებია, გამოსვლებია... მე მიყვარს მრუშიც, მეძავიც, ყაჩაღიც, ქურდიც, მაგრამ ისინი ლოზუნგებით ხომ არ გამოდიან, რომ მართლები არიან. მართალი მხოლოდ ღმერთია, სწორი სახარებისეული ცხოვრებაა. ღმერთის ხელშია კანონიც და საქართველოს კეთილდღეობაც, მაგრამ ჩვენში მეტი რწმენაა საჭირო. ყველაზე მეტი ცოდვა რაც საქართველოშია, ეს აბორტია. ამ დროს ეს ადამიანები სხვას განიკითხავენ, მკვლელიაო. მეტი რწმენაა საჭირო, რომ ჩვენი რწმენა ღმერთს დავამორჩილოთ. თავი უნდა გამოვისწოროთ და ღმერთს შევუდგეთ.მე ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს მოვესწარი. ჩვენ ქართველებს გადარჩენის საშუალება გვაქვს. დღეს პატიმარს იმის საშუალება აქვს, რისიც მე გარეთ არ მქონია. ბევრი საბჭოთა კავშირის დროს ისე მოკვდა, ცოდვა რა იყო, არ იცოდა. დღეს ციხეებში ტაძრებია, შესვლის და აღსარების ჩაბარების საშუალება მაქვს. მე ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი ჩემი სულიერი შვილი ციხეში ზის. რატომ? იმიტომ რომ იქ ლოცულობს, მარხულობს, ეზიარება. რომ გამოდის ციხიდან, მათი დიდი ნაწილი ღმერთს ივიწყებს, ზოგი წამლით კვდება, ზოგი თამაშით ნადგურდება... საცდური გამრავლებულია. ადამიანი სუსტია და ვარდება საცდურებში. მოწყინება, მოწყენილობა საიდან მოდის? ადამიანს მადლი რომ აკლია, ღმერთი რომ არ არის მასში, "საშველს" ხედავს სასმელში, წამალში, თამაშში, მოგზაურობაში,  ანუ გარეგნულში. როცა შენთვის მთავარია მატერიალური, ვერასდროს ვერ კმაყოფილდები, სულში კი სიმშვიდე არ გექნება. ჩემ თავზე ვარ დაკვირვებული, დილით გულით და სულით თუ არ ვილოცებ, იმ დღეს მრისხანება მელის, შეიძლება ადამიანს რამე არასწორად ვუთხრა...იმ მადლს, რასაც აღსარება-ზიარებით ვიღებთ, ყოველდღიური ლოცვა სჭირდება. როცა მადლია შენში, ყველაფერს უფრო ადვილად იტან. ინტერვიუს ვრცლად მოსმენის მსურველებს, შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ.ასევე დაგაინტერესებთ:"როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება..." - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი"ქუდი მოიხადა, ვეცი და სამჯერ ვაკოცე შუბლზე! ან როგორ გავბედე?! აი, იქ ატყდა უბედურება!" - ამბები მამა გაბრიელზე"ადამიანს ბოროტი შთააგონებს, გაიხსენოს წარსულში დაშვებული შეცდომები, რათა ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს..." - როგორ ვებრძოლოთ შფოთვებს, წმინდა მამის რჩევა