უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას გიორგი გახარიამ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

22:53 12-13-2019
33

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი გახარიამ დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო ზეციური ასეულის გმირთა ეროვნული მემორიალი და უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

პრემიერმა ასევე პატივი მიაგო „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნას.