უცნობი კაცი მოზარდ გოგოებს შიშველი ფოტოების ატვირთვით ემუქრება - სექსუალური შანტაჟის მორიგი შემთხვევა (ვიდეო)

22:17 12-13-2019
409

არასრულწლოვნებზე შანტაჟის მორიგი შემთხვევა თბილისში - უცნობი ადამიანი, Facebook-ის ფეიკ-პროფილით მოზარდ გოგონაზე ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ზეწოლას ახდენდა. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გარკვევით ისმის, როგორ ემუქრება მამაკაცი ერთ-ერთ არასრულწლოვან გოგონას ინტერნეტში შიშველი ფოტოების ატვირთვით.

მოზარდი გოგონას დედა ამბობს, რომ ყალბი სახელი და გვარით დარეგისტრირებული მომხმარებელი მის 13 წლის შვილს თავდაპირველად შეტყობინებებით პირად პრობლემებზე უყვებოდა, შემდეგ კი გოგონას კონკრეტული დავალებები მისცა, ამის შემდეგ კი გოგონას მაისურის გახდა კატეგორიულად მოსთხოვა.

„რუსთავი 2“ სავარაუდო შანტაჟისტის სურათსაც ავრცელებს, რომელიც 22-24 წლის მამაკაცია. ​

ამასთან, ვრცელდება ფეისბუქის დახურულ ჯგუფში 12-14 წლის გოგონების მიმოწერის ფოტოებიც. მოზარდები ერთმანეთს უცნობ მამაკაცზე აფრთხილებენ, რომელიც გოგოს ხმით ვიდეოთვალით არასრულწლოვნების ვიზუალის ჩვენებას ითხოვს. არასრულწლოვნების კომენტარებიდან ირკვევა, რომ ხშირად მამაკაცი მათ შიშველი ფოტოების საიტზე განთავსებით ემუქრება.