„გიგა ბოკერია, რომელიც არის ამ დანაშაულებრივი რეჟიმის იდეოლოგი, დღეს დეპუტატია“ - გოგა ხაინდრავა

19:25 12-13-2019
119

ნაციონალური მოძრაობის კაციჭამიები დღეს პარლამენტში არიან, ამ ფონზე მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია გიგა ბოკერია, რომელიც არის ამ დანაშაულებრივი რეჟიმის იდეოლოგი, დღეს დეპუტატია. ნაციონალური მოძრაობის კაციჭამიები დღეს დეპუტატები არიან. თუ შეიძლება რომ ბოკერია და ნადირაშვილი პარლამენტში იჯდეს, მაშინ მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია“,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

ხაინდრავას თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე აღშფოთებულები არიან, პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ მაშინ, როდესაც გაცხადდა, რომ ან სასამართლო და პროკურატურა მთლიანად უნდა გაგვეშვა სახლში, ან გერმანული გზა უნდა აგვერჩია.

„მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ყოფილი თანამებრძოლები, რომლებიც დღეს საცვლებიდან ხტებიან ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი იყვნენ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ წევრები და არა მე, როდესაც გაცხადდა, რომ არის ორი გზა - ან პროკურატურა და სასამართლო, მთლიანად უნდა გავუშვათ სახლში და ეს გაცხადდა, ეს იყო პოლიტიკური განცხადება, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება, ან უნდა ავირჩიოთ გერმანული გზა, რომელიც გერმანიამ აირჩია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც თქვეს, რომ ჩვენ სასამართლო კორპუსს ხელს არ ვახლებთ, მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავისუფალ პირობებში იმოქმედონ. ეს გერმანიაში იყო შეუძლებელი, რომ მთლიანად გამოეცვალათ სასამართლო. რა თქმა უნდა, იქ 90% ადამიანების, ისევე როგორც ქართულ სასამართლოებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად დამოკიდებული იყო რეჟიმზე და იძულებული იყო რეჟიმის ინტერესები გაეთვალისწინებინა. მაშინ ასეთი პოლიტიკური განაცხადი გაკეთდა და ამ განაცხადის წევრები არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ყველაზე მეტად აღშფოთებულნი არიან. მე არ ვლაპარაკობ ნაციონალებზე, იმათი დიქტატის ქვეშ იყო ეს სასამართლო. არავინ არ ამბობს რომ ეს მოსამართლეები არიან უმანკოები, მაგრამ სისტემა ვერ გაჩერდება. გიგა ბოკერია, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის იდეოლოგი, ეს ცნობილი ფაქტია, დღეს დეპუტატია. ნაციონალური მოძრაობის კაციჭამიები დღეს დეპუტატები არიან. თუ ეს გზა იქნა არჩეული, მაშინ კეთილი ვინებოთ და ვიყოთ თანმიმდევრულები. ამ თანმიმდევრობაში, მე ამ 14 მოსამართლეში ყველას არ ვიცნობ, არ დავდევ ყველას იმიტომ , რომ იმან ჩემთვის ჩაიარა. თუ შეიძლება რომ ბოკერია და ნადირაშვილი პარლამენტში იჯდეს, მაშინ მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.