გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის მიზეზი განმარტა

17:50 12-13-2019
101

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის მიზეზი განმარტა. 

პრემიერის თქმით, რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნა მიმღებ მხარეს ჰქონდა. მისივე თქმით, სუამ-ის საკომუნიკაციო ენას პროტოკოლი განსაზღვრავს.

„საერთოდ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრას პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე, ეს იყო მიმღები მხარის თხოვნა და ყველა პრემიერმინისტრმა გააკეთა მიმართვა რუსულ ენაზე. ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი იმისთვის, რომ აქცენტები შინაარსობრივად მნიშნველოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები, ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს გაურკვეველ ფორმულებზე.

ღიმილიმომგვრელია ეს ყველაფერი, არანაირი მნიშვნელობა შინაარსობრივადაც ენას არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღები მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია რუსეთთან, სწორედ ასე რუსულ ენაზე გამოვიდა და მათი თხოვნა იყო ეს. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში, არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელიც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ”, - განაცხადა გახარიამ.