ნანკა კალატოზიშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა

17:05 12-13-2019
132

ძალიან ინერტულები და უსულოები გავხდით - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. ნანკა კალატოზიშვილი იმედს იტოვებს, რომ დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე სასიკეთო განაჩენი დადგება.

„დღეს უკვე 13 დეკემბერია და ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობაშია 35 დღეა. დღეს ალბათ რაიმე აქცია, რომ ყოფილიყო აუცილებლად გავიდოდი. სოლიდარობას ასე თუ გამოვხატავ, ჩვენ გვახსოვს ვაჟა გაფრინდაშვილი. არ ვიცი იქ რა გადაწყდება ცხინვალის სასამართლოში, როდესაც ჩვენ თვითონ დავკარგეთ გუშინ სასამართლო. როგორც ოპტიმისტი რაღაც იმედი მაქვს, რომ კარგი მოხდება.

ის არის საოცარი ადამიანი, როგორიც ის არის ისეთი სახელმწიფო მინდა მქონდეს. ჩვენც ტყვეობაში ვართ, მაგრამ როგორც ვაჟა ისეთივე ღირსებას ვერ ინარჩუნებს სახელმწიფო. უკვე წარმოუდგენელი რამ ხდება. 35 დღე ადამიანი ზის ციხეში. კი გვეუბნებიან, რომ კარგად არის... ოჯახს ერთი ის მიწერა წამლები გამომიგზავნეთო, რომ იქ მიეხედა ვიღაცებისთვის. ძალიან ვბრაზდები სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე... მის გარშემო თუ ვერ შევიკრიბეთ რის გამოღა უნდა შევიკრიბოთ? ძალიან ინერტულები და უსულოები გავხდით. მინდა, რომ ვაჟას მაგალითზე იზრდებოდნენ თაობები“ - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში ცხინვალის ე.წ სასამართლოში იმართება.