„ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა“ - ანიტა ბელარუსში გადაჰყავთ

16:30 12-13-2019
19295

დღეს facebook-ჯგუფისანიტასთვის“ ოჯახის ახლობელმა მარიკა ხუციშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამ უარი უთხრა.

როგორც „პრაიმტაიმს“ პატარას ბებია თამუნა გლურჯიძე უამბობს, იტალიაში საქართველოს ელჩი დღეს შეხვდა ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელს და უარი მისგან მიიღო.

რამდენიმე წუთის წინ კი ბებიამ სოცილაურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კარგი ამბავი ამცნო საზოგადოებას.

„ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელარუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება“,- წერს ბებია.