„შავი ქვრივი“, „ნათლიდედა“ და „კოკაინის დედოფალი“, რომლის ანგარიშზე სულ მცირე 240 მკვლელობაა

12:23 12-13-2019
2332

თანამედროვე სამყაროში პოპულარობას არა მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული გენიოსები, არამედ ყველაზე სასტიკი კრიმინალებიც ხშირად იძენენ. სწორედ ამგვარი წარმატების საუკეთესო მაგალითია კოლუმბიელი ნარკობარონესა გრისელდა ბლანკო.

„შავი ქვრივის“ და „ლა მადრინას“ და „კოკაინის დედოფლის“ სახელით ცნობილი ბლანკა, იმ „ნარკოპიონერებს“ შორისაა, ვინც 1970-1980-იან წლებში კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში კოკაინის კონტრაბანდით შექმნა მრავალმილიარდიანი იმპერია.   

დონნა ბლანკოს ძლევამოსილებაზე, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევრის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და გავლენიან პერსონად ითვლებოდა, სისასტიკით კი, თავად პაბლო ესკობარსაც არ ჩამორჩებოდა, დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა, რადგან სწორედ მის ანგარიშზეა სულ მცირე 240 მკვლელობა. ის ყველაზე დაუნდობელ მკვლელთა ნუსხაში ლიდერობს.

გრისელდა ბლანკო კართაგენში დაიბადა, ბავშვობის ადრეული წლები კი მედელინში გაატარა. სწორედ იქ დაიწყო მისი დანაშაულებრივი საქმიანობა.

პირველად 14 წლისამ, მდიდარი ოჯახის შვილის გატაცებაში მიიღო მონაწილეობა. ამავე ასაკში გაიქცა საცხოვრებელი სახლიდან. ის 6 წელი ირჩენდა თავს პროსტიტუციით. სწორედ მაშინ გაიცნო მისი პირველი ქმარი, რომელთანაც სამი შვილი გააჩინა. მან დაიწყო ოჯახური ცხოვრება, თუმცა ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მისი ქმარი ერთ-ერთი კრიმინალური გარჩევის დროს მოკლეს და ის ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩა. ახალგაზრდა ქვრივს დიდხანს არ უგლოვია. ის მალევე გაჰყვა ცოლად ერთ-ერთ ნარკობარონს.

1970 წელს ის და მისი მეუღლე საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ნარკოტრაფიკის კომპანია დაარსა.

მოგვიანებით, ამ კომპანიამ მთელ აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი „კოკაინის იმპერიის” სახელი დაიმკვიდრა.

ის არც სამართალდამცველების ყურადღების მიღმა დარჩენილა. თუმცა, სანამ პოლიცია ბლანკოს კვალს დაადგა, ის მშობლიურ კოლუმბიაში გაიქცა. მოგვიანებით კვლავ დაბრუნდა ამერიკაში, მაგრამ ბინა მაიამიში დასახლდა.

მისმა აშშ-ში დაბრუნებამ ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული ომი გამოიწვია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბლანკო უკვე მთელ აშშ-ში ნარკოტიკების გამსაღებელი მთავარი ფიგურა გახდა და მისი გავლენაც თანდათან გაიზარდა. მისი შემოსავალი ნახევარ თვეში დაახლოებით, 80$ მილიონს შეადგენდა. მის ირგვლივ მყოფებს ესმოდათ, რომ მასთან ნებისმიერი ტიპის დაპირისპირება ძვირად დაუჯდებოდათ.

სხვათაშორის ამბობენ, რომ ბლანკომ პირველი ქმარი თავად მოიცილა და ტრადიციას არც მესამე ქორწინებაში უღალატა. ის ფინანსურ გარიგებებს პრიმიტიული გზით ჭრიდა. სამუდამოდ იშორებდა „მეტოქეს“. მეუღლეების რიცხვს რამდენიმე საყვარელიც მიაყოლა და ასე შეიძინა „შავი ქვრივის“ სახელი.

ასაკის მატებასთან ერთად, გრისელდას სისასტიკეს პათოლოგიას დაემსგავსა. ბლანკო უმოწყალოდ უსწორდებოდა ყველას, ვისაც კრიმინალური სამყაროდან გასვლა უნდოდა.

სწორედ შავი ქვრივის ბრძანებით დაცხრილეს ცნობილი ნარკომოვაჭრე ჩიჩო კასტრო მცირეწლოვან შვილთან ერთად.

ბარონესა შიშის ზარს სცემდა ნარკომოვაჭრეებს, რადგან მისი ქილერები უმოწყალოდ უმკლავდებოდნენ კონკურენტებს. რამდენიმე თვეში მშობლიურ ქალაქში 200-მდე ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

1985 წელს ბლანკო აშშ-ის ციხეში მოხვდა, თუმცა ამით ბიზნესის მართვაში ხელი არ შეშლია და სადავეები ციხიდან მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბლანკოს ბანდის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მკვლელობის საქმეში მოწმედ მიიჩნია, მის წინააღმდეგ საქმე ვერ დაამტკიცეს და 19-წლიანი პატიმრობის შემდეგ კოლუმბიაში გაემგზავრა.width=587

ამის პარალელურად, მას დრო პირადი ცხოვრებისთვისაც რჩებოდა. ის არაფერს უკლებდა. ცხოვრობდა ფუფუნებაში, თუმცა, ამბობენ, რომ ვერაფერს უხერხებდა ღამის კოშმარებს.

ის ხშირად ამბობდა, რომ მოკლულთა აჩრდილები დასდევდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. სწორედ, მათგან თავის დასაღწევად გაუსინჯა გემო საკუთარ კოკაინს.

გრისელდას სამი შვილი ბანდასთან საქმის გარჩევების დროს დაიღუპა.

გრისელდა ბლანკოს ურთიერთობა ჰქონდა დარიო სეფულუდასთან. მათ შვილი, სახელად მაიკლ კორონე ბლანკო შეეძინათ. დაშორების შემდეგ დარიომ თავისი შვილი გაიტაცა და ბლანკომ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალმა მიზანს ამჯერადაც მიაღწია. გრისელდა ბლანკო 2012 წლის 3 სექტემბერს, ქალაქ მადლინში დაქირავებულმა მკვლელებმა მოკლეს.

მისი ცხოვრების შესახებ 2017 წელს გადაიღეს ფილმი Cocaine Godmother.