ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა 1711697959

ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრა ქ.ბუენოს აირესში საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ესწრებოდნენ არგენტინაში ისტორიულად მცხოვრები ქართველები, რომელთან ნაწილი არგენტინაში საბჭოთა რეპრესიების პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო მცირე ნაწილი კი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 90-იან წლებში ჩამოვიდა.მინისტრმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. მან ასევე ისაუბრა არგენტინაში განხორციელებულ ვიზიტზე და მის შედეგებზე, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქვეყნის განვითარებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია ქ. ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს

პოლიტიკა 1711697906

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია ქ. ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი  არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  ეწვია ქ. ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს,  სადაც, ავტონომიური ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის ტიტული მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ქ. ბუენოს-აირესის ვიცე-პრეზიდენტი მატიას ლოპესი.  ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა.ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალაქის საკანონმდებლო ორგანოსა და ბუენოს-აირესის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, მატიას ლოპესს. მან ისაუბრა საქართველოსა და არგენტინის ისტორიულ კავშირებზე, რომლებიც თანამედროვე ეპოქაში მტკიცე მეგობრობასა და პარტნიორობაში გადაიზარდა.ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ავტონომიურ ქალაქ ბუენოს-აირესს შორის. დოკუმენტი ხელს უწყობს თბილისის საკრებულოსა და ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მუნიციპალური განვითარებისა და თვითმმართველობის საკითხებზე თანამშრომლობის გამყარებას.

ილია დარჩიაშვილი არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა 1711697848

ილია დარჩიაშვილი არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის პრეზიდენტს შეხვდა

არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, არგენტინის სენატის პრეზიდენტთან, ვიქტორია ვილარუელთან. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს არგენტინასა და საქართველოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან ჩაეყარა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ წარმატებით გაგრძელდა.არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს არგენტინასა და ზოგადად სამხრეთ ამერიკის რეგიონში, რაც გაგრძელებაა იმ ინტენსიური დიალოგისა, რომელსაც საქართველო აწარმოებს ლათინური ამერიკისა და კრიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან.მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს საქართველო- არგენტინის  საპარლამენტო თანამშრომლობას და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო დონეზე კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა ევროპის კონტინენტზე არსებული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ როლზე კანდიდატის სატუსის  მინიჭების შემდგომ, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის აქტიურ კომუნიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და ქვეყნის შესაძლებლობათა პოზიციონირების თვალსაზრისით.ასევე, განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; ხაზი გაესვა არგენტინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას;შეფასდა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, არგენტინის საგარეო უწყებაში 1919 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული დეკრეტი გამოფინეს

პოლიტიკა 1711697776

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, არგენტინის საგარეო უწყებაში 1919 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული დეკრეტი გამოფინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. ისტორიულ დეკრეტთან ერთად საგარეო უწყებაში ასევე წარმოდგენილი იყო იმ პერიოდის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და არგენტინას შორის. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს აღნიშნული ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა.როგორც მინისტრმა მონდინომ აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირები და ის რომ არგენტინამ თავის დროზე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფასეული და ღირებულია თავად არგენტინისთვის, რომელიც ერთგული იყო და რჩება ამ ღირებულებების.თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას იმ ისტორიული დოკუმენტების გაზიარებისთვის, რომლებიც  უდავოდ მნიშვნელოვანია  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო- არგენტინის ისტორიულ მეგობრობასა და კავშირებს. როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა, საქართველო და არგენტინა  ერთიანი ღირებულებების მტკიცე ფესვებით არიან დაკავშირებული  და დინამიკურად ავითარებენ კავშირებს.აღსანიშნავია, რომ არგენტინა გახლდათ რეგიონის პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს  საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

ლევან შენგელია

სპორტი 1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია.