ძაღლმა პატრონთან ერთად ლიფტში შესვლა ვერ მოასწრო და სადავით იხრჩობოდა - ნახეთ როგორ გადარჩა ის (ვიდეო)

10:37 12-13-2019
1078

ტეხასელმა მამაკაცმა ძაღლი გადაარჩინა, რომელმაც ლიფტში პატრონთან ერთად შესვლა ვეღარ მოასწრო და თოკით გარეთ დარჩა. ლიფტის კარის დახურვის შემდეგ მამაკაცი მიხვდა, რომ ძაღლი ვეღარ სუნთქავდა და უნდა მიშველებოდა. 

პატრონმა ვერც წარმოიდგინა, რომ ამ სიტუაციიდან ძაღლის გადარჩენას ვინმე შეძლებდა და ლიფტიდან ყვირილი დაიწყო. როდესაც ის დაბლა სართულზე დაბრუნდა შოკურ მდგომარეობაში იყო.