ჰარვი ვაინშტეინი მისგან შევიწროებულ ქალებს მილიონებს დაურიგებს - ასეთი 30-ზე მეტი ქალია

10:21 12-13-2019
147

ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა და ქალებმა, რომლებმაც ის სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულეს, წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ვაინშტეინი თავის სავარაუდო მსხვერპლებს 25 მილიონ დოლარს გადაუხდის.

ეს Weinstein Company-ს გაკოტრებული კომპანიის თანხაა, რომელიც ვაინშტეინმა გამოყო ყველა იურიდიული საკითხის დასაფარად. 

შეგახსენებთ, რომ 2018-19 წლებში დაახლოებით 70-მა მსახიობმა ქალმა და ვაინშტეინის კომპანიის თანამშრომლებმა, განაცხადეს, რომ პროდიუსერის მხრიდან გახდნენ სექსუალური შევიწროების და ძალადობის მსხვერპლნი. ამ ბრალდებამ საფუძველი დაუდო მოძრაობა #MeToo-ს, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქალი და მამაკაცი გააერთიანა. 

New York Times-ის ცნობით, 25-მილიონიან შეთანხმებაში 30-ზე მეტი ქალი მონაწილეობს, რომლებმაც ვაინშტეინის წინააღდეგ კოლექტიური საჩივარი შეიტანეს, თუმცა გაზეთის ცნობით, ამ ეტაპზე, შეთანხმება ბოლომდე მიღწეული ჯერ არ არის. 

ვაინშტეინის ადვოკატები ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარებს არ იძლევიან.

თანხის მიღების შემდეგ, მონაწილე ქალები აღარ მოითხოვენ ვაინშტეინისგან ბრალის აღიარებას და ყველა სამოქალაქო საკითხები მასთან მიმართებით მოიხსნება. 

მიუხედავად ამისა, იანვარში პროდიუსერს გაუპატიურებების ბრალდებით სასამართლო აქვს ჩანიშნული. თუ ვაინშტეინს ბრალს დაუმტკიცებენ, მას სამუდამო პატიმრობა ელის.