ნიკა მელია ჩემს თვალში ნამდვილი გმირია - მიხეილ სააკაშვილი

23:13 12-12-2019
121

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-გვერდზე წერს, რომ ნიკა მელია მის თვალში ნამდვილი გმირია.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ის ამაყობს რომ მისი თამანამებრძოლია.

„ნიკა მელია ჩემს თვალში არის ნამდვილი გმირი. ვამაყობ მისი თანამებრძოლი რომ ვარ. ყვარყვარე ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ამ ქონდრის კაცის სიმაღლე უბრალოდ ვერ მისწვდება ნიკას ვერსად და სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 12 დეკემბერს დაუჭირა. 

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ჯარიმა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა განუსაზღვრა.

სასამართლომ ნიკა მელია 332-ე მუხლით (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო და 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან ერთად, მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.