"ყოველი დღე „ქართული ოცნების“ ეროზიითა და ამორტიზაციით მთავრდება", - რომან გოცირიძე

17:27 12-12-2019
169

უსახური დაჩი ბერაია კაცმა არ იცოდა ვინ იყო, ბოლო სამი წელიწადია გამოძვრა და ივანიშვილის დავალებებს ასრულებს, - აღნიშნა რომან გოცირიძემ პრაიმტაიმთან ინტერვიუში.

იმ სუნით, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზში დადგა, დავინახეთ, რომ ვიზუალური სახის შემდეგ, რომელსაც დაჩი ბერაია წარმოადგენს, „ქართულმა ოცნებამ“ ყნოსვითი იერსახეც შეიძინა - ეს არის ნაკელის სუნი. დღევანდელ დღეს ეს პერფორმანსი ძალიან მოუხდა. ყოველი დღე „ქართული ოცნების“ ეროზიითა და ამორტიზაციით მთავრდება. ეს ყველაფერი კი პროპორციული სისტემის ჩაგდებით დაიწყო. 

 უსახური დაჩი ბერაია კაცმა არ იცოდა ვინ იყო, ბოლო სამი წელიწადია გამოძვრა და ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ფეისბუკზე ერთი უწყინალი პოსტი დავწერე, დავცინე მას, ე.წ. მაჟორიტარული ბუნტის შესახებ და მან უხეში სიტყვებით დამიწყო ამის გარჩევა. თავი მეც ვერ შევიკავე და მოჰყვა ის, რაც ნახეთ... ფიზიკურ კონტაქტში შემოსვლა მოინდომა, წიხლი მომიქნია და ამით ამაყობს ის უგუნური არსება, რომლის მიზანი სხვისი დავალებების შესრულებაა, - ამბობს გოცირიძე.

 

ავტორი: თამთა დადეშელი