პარლამენტში გაშვებულ სუნზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო

15:12 12-12-2019
97

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვევლი ნივთიერების შეტანისა და დასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ მუხლით მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.