ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

წყალი მთელი დღით შეწყდება

საზოგადოება 1710822600

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, 19 მარტს, გლდანის რაიონში, მონადირის ქ. სატუმბო სადგურის მაგისტრალურ ქსელზე, აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 მარტის 12:00 საათიდან 20 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაონის შემდეგ ქუჩებს:ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; ხიზაბავრის ქუჩა და ჩიხები, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა ჩიხებით და შესახვევით, ჯანჯღავას ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით, ჩიქვანაიას ქუჩა და ჩიხებით, სოფ.გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ქუჩებს; გაზის დასახლებას, ავჭალა 2-ის დასახლებას; ცენტოლიტის დასახლებას; ხევძმარის N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს;ანდრონიკაშვილის II შესახვევს. მუხიანის სამხედრო დასახლება იგივე ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით, გობრონიძის N46, ავშნის დასახლებას,ავშნის ქუჩას, ნუშის ქუჩას და ანტონ მე-2 ქუჩას და მონადირის ქუჩას , ფირცხალავას ქუჩას, ძმები ჭილაშვილების ქუჩას, ფრანგიშვილის ქუჩას, მუხიანის 1-ლ, მე-2, მე-3, მე-4 ა და მე-4 ბ მ/რ მთლიანად, გობრონიძის ქუჩას ჩიხებით, ზღვის უბნის (თემქის) III მ/რ ყველა კვარტლებს (გარდა III მ/რ-ს I კვარტლის N1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა), მუხიანის აგარაკებს სრულად.

მოძრაობა აკრძალულია

საზოგადოება 1710821524

ნახეთ, სად აიკრძალა მოძრაობა ძლიერი თოვის გამო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

თოვლი

საზოგადოება 1710821422

ნისლი, თოვლი, წვიმა - დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

შუქი

საზოგადოება 1710821020

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

19 მარტს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის  გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, იუმაშევის და ლუი ბლერიოს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, თაყაიშვილის და ლანდიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირის, საბურთალოს, კარტოზიას, ცინცაძის, უნივერსიტეტის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, თამარაშვილის, ასათიანის, ქავთარაძის, ქუთათელაძის, ანტონოვსკაიას, შავგულიძის, ხუციშვილის, ბუდაპეშტის, შევარდენის და საირმის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების,  პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბენდელიანის, ჩიქვანაიას, კუკური გოგიაშვილის და ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო  გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ჭიაურელის, პეტრიწის, თინათინის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასაწავლო მეურნეობის, იმედაშვილის, ზემო ვეძისის, არდაზიანის,  ვაზისუბნის, ბრეგვაძის, ისაკაძის, გაგარინის, არშბას, შარტავას, სახოკიას, ოდიშელიძის, მგალობლიშვილის, ღლონტის, მონასტრის, ძიძიგურის და კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, მანაგაძის, ანდრონიკაშვილის და ჩიქვანაიას ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IIა მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და თემურ  ქევხიშვილს ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთვის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, სოფელი თელეთის, სვანების დასახლების, ოქროყანის დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გულბანის, რაფავას, პატარაიას, გზისკარის, ერეკლეს, გორგასლის, მეფე სოლომონის, ორთაჭალის, ნადიკვარის (ნაწილობრივ), დადიანის (ნაწილობრივ), ვოლსკის, კალანდაძის, კრწანისის, ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, გოგჩას, სულხანიშვილის, ორბელიანის, სანაპიროს და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას. ვაკის და საბურთალოს რაიონებიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიშველაძის, ივლეთის, გივი სვანიძის, ტარიელ სვანიძის, თამარაშვილის, ლორთქიფანიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 

dato evgenidze

ტაბლოიდი 1710795364

როგორ დაეხმარა გარდაცვლილი და დათო ევგენიძეს სოლო კონცერტის დროს და რა სასწაულები ხდება მუსიკოსის ცხოვრებაში

დათო ევგენიძე: ჩემს ცხოვრებაში უამრავი მისტიკური მოვლენა მოხდა. არასოდეს დამავიწყდება, მაცხოვრის ტაძარში, ჩემს ხელში იერუსალიმის თეთრი სანთლები თავისით რომ აინთო და ამის მომსწრე უამრავი იქ მყოფი ადამიანი გახდა. შეწყდა გალობა, მამაომ წამით შეწყვიტა ღაღადი და ყველა მე მიყურებდა. ყველა გაკვირვებული იყო და მე – აბსოლუტურ შოკში. ნამდვილად არ მოყვებოდი ამ ამბავს, რადგან არ დამიჯერებდნენ, მაგრამ ფაქტია, მას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ყოველთვის მჯეროდა ღმერთის, მაგრამ როცა ჩამქრალი სანთლები ჩემს ხელში თავისით აინთო, საერთოდ სხვა სივრცეში გადავედი და ამ ფაქტის შემდეგ საერთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება.– ამ ფაქტამდე თუ იყო სამყაროსგან რაიმე ნიშნები ან გაფრთხილებები?– რასაკვირველია, ყოველთვის. ამ ფაქტამდე ეს ნიშნები არსებობდა, ვხედავდი კიდეც, მაგრამ ქვეცნობიერში რჩებოდა და ვერ ვაცნობიერებდი. მერე თანდათან მივხვდი, ნიშანი სამყაროსგან გაძლევს იმის უფლებას, აიცილო საფრთხე ან ააცილო სხვას განსაცდელი. „ევროვიზიაზე“ ვაპირებდი წასვლას და არანაირი მიზეზი არ მქონია არწასვლის ან ხელის შეშლის. თან, პარიზში ტარდებოდა, სადაც ჩემი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი. მე და ნინოს – ჩემს მეუღლეს, აღებული გვქონდა ბილეთები და უნდა გავფრენილიყავით. ორი დღით ადრე კი წასვლა გადავიფიქრე, ისე, რომ მიზეზი არ მქონია და ბილეთები ჩავაბარე, ნინოც, რატომღაც, დამყვა ამ სურვილში. წარმოიდგინეთ, ზუსტად იმ დროს, როცა მე თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი, დამეწყო ვარიკოზული სისხლდენა და რეანიმაციაში მოვხვდი. თქვენ წარმოიდგინეთ, თვითმფრინავში რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი, სისხლისგან დავიცლებოდი. თან ეს მოხდა ზუსტად იმ დროს, იმ საათსა და წუთზე, როცა მე თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი.– ხშირად აღნიშნავთ, რომ თქვენი პატარა გარდაცვლილი და, ლია, თქვენი მფარველი ანგელოზია. მასთან დაკავშირებული მისტიკური ამბებიც ხომ არ გაქვთ მოსაყოლი?– სოლო კონცერტი მქონდა ოპერაში, გაუხმოვანებელ კონცერტს ვუკრავდი, აკუსტიკურს, მიკროფონების გარეშე. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – ორკესტრის ორმოში რაღაც გაფუჭდა და ვერ ამოწიეს. ამის გამო, ავანსცენაზე კი არ ვუკრავდი, არამედ, ჩემსა და მაყურებელს შორის იყო უფსკრული. პირველი ორი კომპოზიცია არ ვიცოდი, რა მექნა და ფორტეზე ვუკრავდი. თან, მე ადგილზე ვიცი იმპროვიზირება და კონცერტი წინასწარ არ მაქვს მომზადებული. მოკლედ, ვუკრავ, ვცდილობ, მაყურებელსა და ჩემ შორის ორმო ამოვავსო და ბგერები დარბაზში გავუშვა. უცებ, ვიგრძენი – ჩემმა დამ დამადო მხარზე ხელი და დავიწყე ხუთ პიანოზე დაკვრა. წარმოიდგინეთ, ჩემსა და დარბაზს შორის ორმო საერთოდ გაქრა. მოკლედ, ეს კონცერტი წარმატებულად დაიკრა. ეს ამბავი არავისთვის მომიყოლია, მივედი სახლში და ბებიაჩემი მეუბნება: დამესიზმრა, ლია მოვიდა შენთან სცენაზე, თან ანგელოზები ახლდა, მგონი, მესამე კომპოზიციას რომ უკრავდი, მხარზე ხელი დაგადო, გითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო და წავიდაო. ასევე, მოსკოვში, კონსერვატორიაში რომ ვსწავლობდი, ხილვა მქონდა და არა სიზმარი ან შეგრძნება, როგორც ჩემი გარდაცვლილი დის ის ხელის დადება, რომელიც არ დამინახავს. მოკლედ, არ მეძინა, ფანჯარაში დავინახე საჰაერო ბუშტი, რომელშიც ჩემი და იჯდა და იქიდან მიყურებდა. მეორე დილას ავდექი და მესმის, როგორ უყვება ჩუმად დედაჩემი ბებიაჩემს: ღამით, ლია ლოგინში მეწვაო. ანუ, ეს მოხდა იმავე დღეს, როცა მე ეს ხილვა მქონდა.– არაერთი ადამიანისთვის გაგიწვდიათ დახმარების ხელი. უცხო ადამიანს კი, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა და ამის თანხა არ ჰქონდა, ექვსი წლის სიცოცხლე აჩუქეთ და თუ არ ვცდები, მის გამო აღებულ ბანკის სესხს დღემდე იხდით, რომელზეც საუბარს ერიდებით. გავიდა წლები და იგივე ოპერაცია თავად დაგჭირდათ. ღმერთმა გადაგარჩინათ და ალბათ, ცხოვრების ბოლომდე იმ ადამიანის მადლიერი დარჩებით, რომელმაც საკუთარი ღვიძლი გადაგინერგათ და ეს დონორი, ყველასთვის საყვარელი მახარა, იგივე გიორგი მახარაშვილია.– ეს ძალიან მტკივნეული ამბავია, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ის ადამიანი კოვიდით გარდაიცვალა. დასაფლავებაზე ვიყავი მისული, ძმამ გამომიტანა მისი ტელეფონი და მანახვა – იმ კაცს ტელეფონის ეკრანზე ჩემი ფოტო ჰქონდა დაყენებული. მისი გაცნობაც სასწაული იყო: დედაჩემის დასაფლავების დღეს ტაქსი გავაჩერე, მძღოლს სახეზე რომ შევხედე, ლაქები შევნიშნე და ვკითხე, რა გჭირს-მეთქი. მიპასუხა: ციროზის ბოლო სტადია მაქვს, ორი თვეღა დამრჩა სიცოცხლე. ღვიძლის გადანერგვაა ბოლო შანსი, მაგრამ ისე ძვირი ჯდება, მაგდენ თანხას ვერ ვიშოვიო. იმ წუთას ვიფიქრე, დედაჩემის გარდაცვალების დღეს ხდება ეს ყველაფერი, ალბათ, მან გამომიგზავნა ეს კაცი, რომ დავეხმარო-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ტელეფონის ნომერი გამოვართვი ამ უცხო კაცს, ბანკიდან სესხი ავიღე, დონორიც გამოჩნდა და ოპერაცია ჩატარდა. მართალია, ექვსი წლის მერე გარდაიცვალა, მაგრამ ის წლები მისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა. მოკლედ, წლების წინ, ამ ადამიანს ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა, დავუფინანსე, შემდეგ მე დამჭირდა და გიორგი მახარაშვილმა, ახლა უკვე ჩემმა ნამდვილმა ღვიძლმა ძმამ, მახარამ, სასწაული ჩაიდინა და გადამარჩინა. ოპერაცია თურქეთში ჩატარდა, 17 საათი მიმდინარეობდა. ექიმი ჰყვებოდა, რომ გაგჭერით, ბევრად რთული სიტუაცია დაგვხვდა, მაგრამ ფაქტია, ღმერთი იყო შენთან და გადარჩიო. ამის მერე, საკმაოდ რთული რეაბილიტაციის პერიოდი დადგა და მადლობა ღმერთს, მეც და მახარაც კარგად ვართ. წარმოიდგინეთ, ახალი სიცოცხლე მაჩუქა ამ ადამიანმა, მისი სხეულის ნაწილი მომცა, რომელსაც ვატარებ. სულ ვფიქრობ, რაც დამემართა, ჩემი ბრალია, აქამდე თავად მივიყვანე ჩემი ჯანმრთელობა. ჩემი ცხოვრების წესის გამო მოხდა ეს ყველაფერი.წყარო: „თბილისელები“